ცოტა რამ ისტორიდან ძლევაი საკვირველი

დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაი საკვირველი – 1121 წლის 12 აგვისტო

საქართველოს წარმატებამ შეაშფოთა თურქ-სელჩუკთა სულთანი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის წამოწყება გადაწყვიტა. სულთნის მოწოდებას წინა აზიის მუსლიმი მმართველები გამოეხმაურნენ. საქართველოს წინააღმდეგ უზარმაზარი ჯარი შეიკრიბა. სულთანმა კოალიციური ჯარის სათავეში ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმოხვეჭილი სარდალი ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი ჩააყენა. მუსლიმთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 300 ათასამდე. დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასამდე მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ევროპელი ჯვაროსანი. დავითმა მოწინააღმდეგე აიძულა გადამწყვეტი ბრძოლა მისთვის მოუხერხებელ ადგილზე, თრიალეთის მაღალ თხემზე, დიდგორის ველზე გაემართა, სადაც მტრის მრავალრიცხოვან არმიას გაშლის საშუალება არ ექნებოდა. დავითმა ტაქტიკურ ხერხს მიმართა – ბრძოლის დაწყებამდე ქართველებს 200 მხედარი გამოეყო და მტრის ბანაკისაკენ გაემართა. სელჩუკებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს. შუა ბანაკში ქართველებმა ერთბაშად შეუტიეს მტრის რიგებს. სელჩუკთა შორის არეულობა დაიწყო. ამ დროს ქართულმა ლაშქარმა მტერზე ორი მხრიდან მიიტანა იერიში – დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდა შეტევაზე.

სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. დიდგორის ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ისტორიას კი დარჩა როგორც ძლევაი საკვირველი.

Published in ბლოგი
Badriგივინანახვიჩა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ცოტა რამ ისტორიდან ძლევაი საკვირველი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება