ჩინეთის დიდი კედელი.

დიდი კედლის პირველი უბნების მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. III ს. იმპერატორ ცინ შიხუანდის მიერ მეომარ სამეფოთა პერიოდში ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან თავდასაცავად. მშენებლობა მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე თითქმის მე-17 საუკუნემდე. მშენებლობაში მონაწილეობდა მაშინდელი ჩინეთის მოსახლეობის მეხუთედი ე.ი. დაახლოებით 2 მილიონმდე ადამიანი. კედელს მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა ჩინური ცივილიზაციის საზღვრები. იგი უნდა დახმარებოდა ახლადდაპყრობილი სამეფოების ერთიან იმპერიად კონსოლიდაციის პროცესს.

პირველი პერიოდის მშენებლობა გაგრძელდა 10 წელიწადი და მრავალრიცხოვან პრობლემას დაეჯახა. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა: არ იყო გზები, არ იყო საკმარისი რაოდენობით წყალი არც სამუშაოს დროულად საწარმოებლად და არც სასმელად მუშებისათვის. არ იყო საკმარისი საკვები.

მუშათა რიცხვი ერთდროულად 300 ათასს აღწევდა, ხოლო საერთო მონაცემებით ცინების პერიოდში მათმა რაოდენობამ 2 მილიონამდე მიაღწია.მშენებლობისათვის იყენებდნენ მონებს, ჯარისკაცებს, გლეხებს. ეპიდემიებისა და მძიმე სამუშაო პირობებისაგან ათასობით ადამიანი იღუპებოდა. კედლის მშენებლობისათვის მოსახლეობის მობილიზაცია იწვევდა სახალხო აჯანყებებს, რაც ცინის დინასტიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

თავად გარემო იყო მეტისმეტად რთული ასეთი გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობისათვის. კედელი მიუყვებოდა პირდაპირ მთიან ქედებს. ამასთან, მას უნდა დაეძლია როგორც სიმაღლეები, ასევე, ფრიად მნიშვნელოვანი და ღრმა ხეობები. თუმცა სწორედ ამან განაპირობა ნაგებობის თავისებური უნიკალურობა – უჩვეულოდ ბუნებრივად არის შერწყმული ლანდშაფტში და მასთან ერთად წარმოადგენს ერთ მთლიანობას.

კედლის დიდი ნაწილი აშენდა პრიმიტიული მასალებით, ძირითადად, დატკეპნილი მიწით. ფენებად ურევდნენ მასში ადგილობრივ მასალებს – თიხას, კენჭებს და სხვ. ასეთი მასალის დიდი ნაწილის მოპოვება ადგილზე შეიძლებოდა. ზოგჯერ იყენებდნე აგურს, მაგრამ არა გამომწვარს, არამედ, მზეზე გამომშრალს.

აშკარაა, სწორედ სამშენებლო მასალებიდან გამომდინარე უწოდეს კედელს ჩინური ხალხური სახელწოდება — „მიწის დრაკონი“. ცინების პერიოდშივე ზოგიერთ უბანზე დაიწყეს ქვის ფილების გამოყენება. ისისნი განთავსებული იყო კომპაქტურად დატკეპნილი მიწის ფენებში. ქვის კონსტრუქციების ფართო გამოყენება ხდებოდა კედლის აღმოსავლეთის ნაწილზე, სადაც ბუნებრივი პირობები ამის შესაძლებლობას უფრო მეტად იძლეოდა.

Published in ბლოგი
ლელა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

  1. ჩინეთის კედელი უძველესი დროიდან აშენდა მტრების თავდასაცავად რადგან ბევრი ქვეყანამ შეეცადა ჩინეტის ოკუპაცია იყო გაღარიბებული შემოიჭრა იაპონია და რამოდენიმე ჩინეთის ქალაქებიც დაიბყვრეს მაგრამ ჩინეთმა თავისი კუთვნილი მიწები კვლავ დაიბრუნეს.

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ჩინეთის დიდი კედელი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება