ჩვენ (დასასრული)

თქვენი კომენტარებით მახარებდით ..

რაც შეეხება იმას ,რომ ახალ თავს ვერ ვდებდი კომენტარებში დავწერე და კიდევ ერთხელ გეტყვით ,რომ მეგობარი დამეღუპა.წერის კი არა ჭამის თავიც კი არ მქონდა .

ნუ მოკლედ უღრმესი მადლობა თქვენ …

***

რასაც ქვია საგურამოში ამოვისუნთქე .

საშინელი სიცხეები შესამჩნევმა სიგრილეებმა შეცვალა . ერთი კვირით მივდივართო ,რომ ვთქვით იქ ჩასულებმა ერთი კვირაც მივუმატეთ.. კარგი იყო . არა შესანიშნავი დასვენება. მიუხედავად იმისა,რომ თამაშის ასაკიდან გამოსულები ვიყავით , მაინც სიცილით ვთამაშობდით სხვადასხვა სასაცილო თამაშობებს.

ჯოკერში ,რომ წავაგე ისეთი სურვილი დამიხეთქეს ნერწყვი სასულეში გადამცდა.არათქო ვასავსავებდი ხელებს.

-კარგი რა ლიზა-წარბები შეყარა ნინიმ

-გოგო მრცხვენია

-როდის იყო რამის გრცხვენოდა-შემახსენა ქაჯაიამ

-როგორ გავიდე მეზობელთან და როგორ ვთხოვო ერთი თეფში ბორში ? -გავიოცე მე

-აი ეგრე ჩვეულებრივ-დამცინა გიგამ

-რამე სხვა სურვილი ,რომ მოიფიქროთ არა ?-საწყალი სახით შევხედე დემეტრეს

„მე რა შუაშივარო „ არაბულმა და მხრები აიჩეჩა

„თეფში მომეცითთქო“ ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და ახლოს მდგომი სახლისკენ გავემართე

საღამოს თერთმეტ საათზე ვიღაცა ,რო მოგადგება კარებზე ერთი თეფში ბორში ხომ არ გაქვთო .ს ი გ ი ჟ ე ა

კარებთან მისული უკან ვაპირებდი გამობრუნებას ,მაგრამ აივანზე გადმოყუდებული „საძაგელი არსებები“ სიცილით მანიშნებდნენ მიდიო. ძლივს დავაკაკუნე კარებზე და ღმერთს ვთხოვე „რა იქნება სახლში არ იყვნენთქო“

ორჯერ კაკუნის შემდეგ უკან გამობრუნებას ვაპირებდი სირბილით კარი ,რომ გაიღო.

ახალგაზრდა თმა გაბურძგნული ბიჭი იდგა ჩემ წინ და გაკვირვებული თვალებით მიყურებდა.

„ეტყობა ეძინა“ გავიფიქრე ჩემთვის „და შენ გააღვიძე ლიზა“ დაამატა ალტერეგრომ

-ბოდიშით,რომ ამ დროს გაწუხებთ .-დავიწყე რამის ხმაჩამწყდარმა.-რაღაც უნდა გთხოვოთ

-გისმენ-მითხრა ისე ,რომ თმიდან ხელი არ მოუშორებია

-ერთი თეფში ბორში ხომ არ გექნებათ ? -ვკითხე ნახევრად თვალებდახუჭულმა და თეფში გავუწოდე.

ჩემ წინ მდგარი „სახლის პატრონის“ სახე ,რომ დავინახე რამის თავი ვურტყი კედელს.

„ალბათ გიჟი ვგონივარ“ . „ამ შუაღამისას ბორშზე ,რომ მიადგები რატო არ ეგონები“ დამცინა ალტერეგრომ

გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი კარები ისე მომიჯახუნა.

თავი უკან გამოვწიე და ოდნავ გვერდზე გადავხარე.

„ასეთ პასუხსაც არ ველოდი“-ჩავიფრუტუნე ჩემთვის და სახლის გზას დავადექი.

სახლში შესულს სიცილით ძირსგართხმულები ,რომ დავინახე მომინდა ყველა ერთად მომეკლა .

სახლში შესულს სიცილით ძირსგართხმულები ,რომ დავინახე მომინდა ყველა ერთად მომეკლა .

რა სურვილებით არიან გადამრევენ მოკლედ

-უკეთესი სურვილი ვერ მოიფიქრეთ ?-ჩავილაპარაკე განაწყენებულმა და ოთახში შევიკეტე

***

საგურამოში წასვლის ერთი დიდი პლიუსი იყო ის ,რომ ამხელა გოგომ ცურვა ვისწავლე.

ცურვა ვისწავლე რა ,იძულებული გავხდი მესწავლა .

ნაქირავებ სახლს თავისი აუზიც ქონდა .

ისე დამცინოდნენ ჩემ „შიშზე“ რამის ტირილი დავიწყე.

ვიყავი და ვირუჯებოდი.ცოტა მაინც შემერგო დასვენება.თბილიშსიც მეყოფოდა გადატვირთა

არც მავიწყდებოდა მალე ჩვენი გოგო ,რომ უნდა გაგვეთხოვებინა.

ხოდა ასე ვიწექი და ვირუჯებოდითქო.უცბათ ჰაერში,რომ ვიგრძენი თვალი და შეშინებულმა სათვალე ძირს დავაგდე.

მომცინარი გოგოები,რომ დავლანდე და მერე მე დათოს ზურგზე შემოგდებული მაშინვე გადავიფიქრე ნინის გათხოვება მოწყობილზე.

უფრო სწორად მაშინ გადავიფიქრე წყალში ჩავარდნის სიმწარე,რომ ვიგრძენი.

„სულ შენ გეკითხება ხო ნინის გათხოვე რას ამბობ“ დამცინა ალტერეგრომ

ალტერეგროს თავი მქონდა ?! დაფეთებული ვამოძრავებდი ხელებს და ფეხებს.

ალბათ საოცარი სანახავი ვიქნებოდი გათეთრებული სახით და ხელებ და ფეხებ აფართხალებული.

სიმწრისგან ტირილიც მომინდა მარა თავი შევიკავე .

ჩემი ფართხალით და დიდი ძალიან დიდი მონდომებით ძლივს მივაღწიე აუზის „ახლომდებარე კიდემდე“ და ხელი ჩავჭიდე.

წამწამები ერთმანეთს ძლივს დავაშორე და მტრული მზერა ვესროლე ჩემი ყურებით გართულ „საძაგელ არსებებს“

უკვე შურისძიების გეგმებს ვაწყობდი ,მაგრამ მანამდე წყლიდან უნდა ამოვსულიყავი .

-დემეტრე დამეხმარე-ჩავილაპარაკე ხმა ჩამწყდარმა და უკვე ტირილამდე მისულმა

ხელი ,რომ ვიგრძენი ჩემს მაჯაზე ჩაბღაუჭებული და ფეხი მყარად ,რომ დავდგი მაშინვე გავიშვირე ხელი იქვე მდგარ დათოსკენ

-ნინი შენ ამას მიყვები ცოლად ?

ნინიმ მუცელზე ხელი მიიჭირა და კიდევ ერთხელ დაიწყო თავისი „საფირმო სიცილი“

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ინტერესეს თვალებით მომაჩერდა ორივე

-გირჩევ კიდევ ერთხელ დაფიქრდე-დავიგესლე მე

-გოგო ოჯახს მინგრევ ? -თითი დამიქნია მოწყობილმა

-შენ ,რომ არც დაფიქრდი და ისე გადამიშვი წყალში კარგი იყო ჰო?

-ამისთვის ძლივს დათანხმებული ნინი უნდა გამიქციო ?

-არაფერი ეტყობა გაქცევის-ვუთხარი და თვალით ვანიშნე გვერდზე მდგარ საცოლისკენ

-კაი გაიცინე ეხლა რა გჭირს-შემომიტია ქაჯაიამ

-ორი დღეა მაწამებთ . აქ დასასვენებლად ჩამოვედი თუ რისთვის ვერ გავიგე

-ცურვის სასწავლად -მითხრა დემეტრემ და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი ჰაერში

-დემეტრე არ გაპატიებ.-დავიმუქრე მე

-ხელს არ გაგიშვებ-დამამშვიდა მან

-თუ გიყვარვარ-ბოლოჯერ გავიბრძოლე მე

-ნუ მაიმუნობ -სიცილით გამაფრთხილა დემეტრემ

-თუ გაპატიო -ვუთხარი ნაწყენმა და კიდევ ერთხელ ვიგემე წყალში ჩავარდნის სიმწარე.

გაწვენილი ვყავდი დემეტრეს ხელზე და ყველა ერთობლივი ძალებით ცდილობდა ესწავლებინათ ის რაც 17 წლის განმავლობაში ვერ ვისწავლე .

გაგიკვირდებათ და შეძლეს . ისინი ხომ ჩემი სასწაული „შვიდეულია“

***

ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდებოდა,რომ ბანკეტი არ მეღირსა .

არადა რა გეგმებს ვაწყობდი . აფსუს .

დეგენერატი კლასი ,რომ გეოლება ეგაა. მარტო მე ხო არ ვიყვირებდი გინდა თუ არა ბანკეტი გვქონდესთქო .

ჩემი საოცნებო დღე სკოლასთან გამომშვიდობების ასე ჩამიშალეს ..

სიმართლე,რომ გითხრათ საგურამოში არც გამხსენებია „ბანკეტის უქონლობა“ მაგრამ მგონი ,რომ მაინც გულდასაწყვეტია.

ფაქტი ერთი მე მინდოდა . უბრალოდ ბევრმა არ მოისურვა…

ნერვები ყველაზე მეტად კიდე იმაზე მეშლებოდა ,რომ უკვე კაბაც არჩეული მქონდა ,ფეხსაცმელიც ,ვარცხნილობაც და ყველაფერიც.

თავიდანვე ,რომ ეთქვათ არ გვინდაო მეც ხომ აღარ დავიტანჯებოდი.

ბოლო წუთას გაახსენდათ და მინდოდა მთელი ძალით მერტყა ჩემი მაღალქუსლიანები ყველა ჩემი დებილი კლასელი ბიჭებისთვის.

***

თბილისში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დავბრუნდით .

ესეც იმიტომ,რო სიცხეებმა საგურამოშიც მოგვაგნო.თან ნინის „ქორწილისთვის“ უნდა მოვმზადებოდით და „ჩემი შედეგებიც უნდა გაგვეგო …

ერთ დილას როგორც ყოველთვის სიცხემ რო შემაწუხა და მწის მწველმა მსხივებმა იძულებული გამხადა თვალი გამეხილა ჩემს ოთახში გრიგალივით შემოიჭრნენ გოგოები .. ნუ პირველი შემთხვევა არ ყოფილა მაგრამ მაინც ..

-რა ხდება ? -ისევ ათასჯერ ნათქვამი კითხვა დავსვი

-პასუხები დაიდო .

-ჰა ? -წამოვიყვირე მე და გრიგალივით გავვარდი ლეპტოპის შემოსატანად.

ათ წუთიანი წვალების და ვაივაგლახის შემდეგ ძლივს შევედი naec.ge-ზე და აკანკალებული იხელებით ძლივს ვწერდი ჩემ კოდს და პირადობის ნომერს.

-მალე ქენი-დამიყვირა ქაჯაიამ

-დამაცადე ვშვრები

-მომეცი რა -ხელი ამიქნია ნინიმ და ლეპტოპი მუხლებიდან ამაცალა

-არშედის და რა ჯანდაბა ვქნა მე-დავიყვირე უცბათ და შუბლი მოვჭმუხნე

-კიდე ერთხელ ცადე მიდი -გამამხნევა მარიამმა

-დაიცა ჩვენ გავაკეთებთ- შემაწყვეტინა ანამ და თვალებზე ხელი ამაფარა.

თვალებზეხელ აფარებული ვიჯექი და ველოდებოდი როდის იტყოდნენ ჩააბარე , მოხვდი აქ და მიიღე გრანტი.

მაგრამ შენც არ მომიკვდე არაფერს ამბობენ

-აუუ ,რას შვრებით მშობიარობთ ? -ავღშფოთდი მე

-ლიზა ჩააბარე ,ჩააბარე-ყვირილით მამცნო ანანმ

-რაა? სად ? -დავიწყე ყვირილი და ძლივს მოვიშორე თვალებიდან ხელი

-ჯავახიშვილში , 70% გრანტით ჩიარიცხე ქალბატონო-მამცნო კიდევ ერთხელ მარიამმა და სამივე ერთად ჩამეხუტა

მე ვყვიროდი .. ხან „დედას“ გავიძახოდი , ხან რამაგარიათქო და სიხარულისგან კი არ დავდიოდი დ ა ვ ფ რ ი ნ ა ვ დ ი.

***

ჩაბარების მერე და ჩემი დიდი სიხარულის შემდეგ იყო დემეტრეს სიცილით ნათქვამი სიტყვები „ახლა მეორე პროფესია გელოდებაო“

ჩემი მუჯლუგული მხარში და ნინის და დათოს ქორწილისთვის მზადება.

-ნინი ჩაიცმეც თეთრ კაბას.-კატეგორიულად გამომივიდა მე

-არა -დაიჩემა ისევ

-კაი მაშინ ჯინსის შარვლით და კეტებით მიდი-გაბრაზდა მარიამი

-ხომ არ გეუბნები თეთრი გრძელი ფაშფაშა კაბით წადითქო ?-გავაგრძელე მე

-თქვენ რო კაცს ჩააბჟირდებით -დაგვნებდა ნინი-მაჩვენეთ კაბა

ხოდა ასე გადავწყვიტეთ ნინის კაბის პრობლემა . ჩემი კაბა პრობლემა არც ყოფილა . მქონდა უკვე არჩეული ბანკეტისთვის და ქორწილშიც იმავეს ჩავიცმევდი . გოგოებმაც მალევე აარჩიეს კაბები .

უბრალოდ გადარბენებზე ვიყავით . სულ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით .. სულ რა .. უბრალოდ აქეთ-იქით დავრბოდით .

ხან იმას ვურეკავდით ხან ამას . მაგრამ საბოლოო შედეგი მართლაც არაჩვეუელბრივი იყო ..

ქორწილის წინა დღეს ნანახმა გამაოცა .ისე ლამაზად იყო ყველაფერი პირი დამრჩა ღია ..

ღიმილით მივედი სახლში და ნინის ოთახში შეკრებილ გოგოებს შევუერთდი ..

***

მეორე დილას ისედაც ადრიანად უნდა ავმდგარიყავი ..

„რაღა მეორე დილა შეარქვი მაგ დღეს ლიზა“ გამიჯავრდა ალტერეგრო

ხოხო კარგი .ნინის ქორწილის დღეს ადრე უნდა ავმდგარიყავი . კამერით ხელში ,რომ დამამდგა ქაჯაია.

-რა ხდება -ამოვიკნავლე მე და აბურძგნული თმა ხელით გავისწორე

-რა და მოკლედ მითხარი ჩვენზე ყველზე შენი სათქმელი-ჩმომირაკრაკა და კამერა გაასწორა

-ეე დაიცა როგორ მიღებ . მოვწესრიგდე მაინც

-არ გინდა მოწესრიგება ყველას ეგრე გადავუღე-მითხრა სიცილით

-ანუ ჩვენზე უნდა ვილაპარაკო ?

-შენზე დემეტრეზე,გიგაზე მარიზე და ასე შემდეგ-ამიხსნა ანამ

-აჰა კარგი .-დავიწყე სიცილით და თმა კიდევ ერთხელ შევისწორე სარკში-მარი და გიგა . ესენი ჩემთვის არიან წყვილი იდეალი . მიუხედავად იმისა ,რომ იმედები გამიცრუეს და ნინიმ და დათომ დაასწრეს ყველაფერი-გავიცინე ხმამაღლა

-ლიზა გააგრძელე-თვალები დამიბრიალა ანამ

-ხოდა მოკლედ გიგა და მარიამი ჩემი ყველაზე გამორჩეულები არიან .. იმენა ყველაზე საყვარლები და სტაბილურები

რაც შეეხება შენ და ირაკლი . რთული თემა ხართ-ჩავილაპარაკე და წარბზე თითი მივიდე.-მაგრამ მაინც საყვარლები .ალბათ ოდესმე დადგება ის დღე თქვენ ჩხუბს ,რომ ვეღარ გავიგებ.

რაც შეეხება მე და დემეტრე .უფროსწორად ჩვენ-გავიღიმე საყვარლად.-ჩვენ ვართ თან დანიშნულები და თან არ დანიშნულები .თან გარკვეული ურთიერთობით და თან გაურკვეველი მაინც -ვთქვი სიცილით და ბეჭედი კამერას დავანახე

-ნინი და დათო ? -მკითხა ქაჯაიამ

-ნინი და დათო ეტყობა უკვე კარგი წყვილი ,რომ არიან.. ქორწინდებიან ქაჯაია , და ცუდები ,რომ იყვნენ შენი აზრით დღეს ქორწილი იქნებოდა ? -დავსვი კითხვა და ხელით ვანიშნე ახლა მომშორდითქო .

ისიც სიცილით და თავისი კამერით გავიდა ჩემი ოთახიდან..

***

მეგონა ადრე თუ ავდგები ყველაფერს მოვასწრებთქო მარა შენც არ მომიკვდე..

ჯერ ნინისთან ვიყავი .. შევუფასე მაკიაჟი .. მერე გოგოები დავათვალიერე და ბოლოს ჩემ თავსაც მივხედე ..

გამზადებული სარკეში დავტრიალდი და „ეჰ რა კარგი ხარ ლიზათქო“ ჩავილაპარაკე სიცილით ..

ნინი თეთრ კაბაში ,რომ დავინახე ძლივს გაკეთებული მაკიაჟი რამის „წყალში გადავყარე“..

დათოც ისეთი სიმპატიური იყო . აი ძალაინ .. ნინის არჩევანი კიდევ ერთხელ შევუქე და ცერა თითი ზევით ავწიე ..

უკვე სახლიდან გავდიოდით დემეტრემ ,რომ მითხრა შენ ჩემთან ჩაჯექიო ..

„კარგი ისედაც ეგრე ვაპირებდითქო „ ვუპასუხე სიცილით ..

მანქანაში,რომ ჩავჯექით ღვედი შევიკარი და არაბულის კომპლიმენტს დაველოდე

-რომ გითხრა ძალაინ ლამაზად გამოიყურებითქო ბანალურად გამომივა. რა ვთქვა ? -მკითხა სიცილით დემეტრემ

-არაფერი -ვუთხარი მეც სიცილით და სარკეში თმა შევისწორე

-ჯინსი რატო ჩაიცვი ?-დავიწყე ლაპარაკი კვლავ მე

-ხო გითხარი ჩემ ქორწილში ჯინსით ვიქნებითქო ?-მკითხა გაკვირვებულმა

-შენ ქორწილში ხარ მერე ? -ვიკითხე დაეჭვებით

-მივდივართ ლიზა

ვერ გავიგე-ჩავილაპარაკე გაკვირვებულმა

-გიტაცებ ლიზა-ჩაილაპარაკა დამარცვლით

-რააა? -დავიყვირე ბოლო ხმაზე

-რა და დღეს ვქორწინდებით

-მეღადავები ? -შევბრუნდი არაბულისკენ

-არა საერთოდ -ჩაილაპარაკა მშვიდად

-როგორ ნინის ქორწილიდან მიტაცებ ? -მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი

-ხო -მიითხრა სიცილით

რა მეცინებოდა .. გული რამის გამისკდა .. დაბნეული აქეთ-იქით ვიხედებოდი და საკმაოდ გავცდით „დანიშნულების ადგილს“

ბოლო წუთამდე მეგონა ,რომ მეღადავებოდა მაგრამ .. შენც არ მომიკვდე ..

აი ასე განსხვავებულად დავქორწინდი მეც ..

აი ასე გამოვტოვე ნინის ქორწილი და წავედი ჩემ ქორწილში.

ასე დაქორწინდნენ ნინი და დათო .. და დაასწრეს გიგას და მარიამს ..

მე კი დავრჩი მოტაცების იარლიყ აკრული .

***

დღეს ? დღეს რავიცი .. ყველაფერი ისეა როგორც ცხოვრებაში ..

პრობლემებით და სიხარულით ნაზავი ცხოვრება გვაქვს ..

ნინის და დათოს პატარა ბიჭი ყავთ .

ირაკლი და ანა როგორც ყოველთვის ჩხუბობენ და რიგდებიან .. მაგრამ ერთმანეთი უყვართ და დარწმუნებული ვარ მალე მაგათაც დაადგებათ საშველი ..

მარიამი დაინიშნა .. როგორც იქნა დაადგათ საშველი გიგას და მარიამს ..

მე და დემეტრე ? მე ისევ ვსწავლობ ჟურნალისტიკურზე .. და ისევ პირნათლად ვასრულებ ჩემ მეორე პროფესის ..

მეორე პროფესის ,რომელსაც დემეტრეს ცოლობა ქვია ..ცოლობასთან ერთად მალე დედის პროფესიას შევითავსებ ..

სულ რაღაც ოთხ თვეში …

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

Published in ბლოგი
ნინოLevanidimadariko
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ჩვენ (დასასრული)

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება