ჩემი ბავშვობის სააღდგომო ბალადა

აბა გავიხსენოთ ტკბილი და ლაღი ბავშობაა დიდი ლიახვის ხეობაში. აღდგომის წინა შაბათ საღამოს რომ ჩამოვივლიდით უბანუბან და ვმღეროდით ჭონას უბნის ბავშვები. აღდგომა ჩემს ბავშობაში წითლად შეღებილ კვერცხთან ასოცირდებოდა სხვა მე მისი არაფერი მესმოდა. დედა თონეში პურს გამოაცხობდა, თავის საფირმო “ჟოზეფინა” ნამცხვარს და ფუმფულა ქადებს დააცხობდა, ქათამს დაკლავდა აი პასკას კი ყიდულობდნენ ცხინვალში. სააღდგომოდ დედა მე და ჩემს დას წითელი ჩითის ნაჭრით შეგვიკერავდა ორჯიბიან კაბებს კვერცხი რომ ჩაგვეწყო, გვიყიდიდა ეგრეთწოდებულ ბასანოჭკებს “სანდლებს” არადა რა ძალიან მიყვარდა ის ფეხსაცმელებიი. მამაჩემი გვეტყოდა ხოლმე ისეთი ბანასკოები უნდა გიყიდოთ სულ ჭყვიტინჭყვიტინი უნდა გაჰქონდესო მეც ვიძირებოდი ოცნებებში და თითქოს უკვე ფეხთ მეცვა სულ ჩემს ტერფებს დავყურებდი 😀😀😀 შაბათ საღამოს ჩამოვიტანდი მაღლა სახლიდან ხის ლამაზად მოწნულ კალათას დეიდის ნაჩუქარს დაბადების დღეს რომ მაჩუქა. დედა ჩაგვიფენდა ქაღალდს და მოვემზადებოდით “ჭონა”- ზე წასასვლელად მე და ჩემი და ძმა, უბნის ბავშვები: ელისო, ბიძინა , თეა, ხათუნა, ქრისტინე, გულო შევჯგუფდებოდით და ბასაანთ პამე ძიას სახლიდან მოვყვებოდით სიმღერსიმღერით თვითოეულ სახლის კარებთან .ერთი დაიწყებდა სიმღერას და ავყვებოდით ყველანი.” ალათასაბალათასა ხელი ჩავყავ კალათასა, ბებო ერთი კვერცხი მომე ღმერთი მოგცემს ბარაქასა” ან კიდევ ახალი სახლი დაგიდგამს გაგირევია ფიჭვიი ღმერთმა ყველა გიგიზარდოს გოგო იყოს თუ ბიჭიი სიმღერას დავაყოლებდით ჭოონაა-ს , გვამღერებდნენ და გვამღერებდნენ ჭარმაგი ხალხი და ჩვენც ვმღეროდიით მრავალ ხმაში , აბა ეზოში შემოდით კარგად დაგინახოთო ვისები ხაართო? გვეტყოდნენ უფროსები. უფ, რა ტკბილი და განუმეორებელი იყო ყოველი წუთი და საათი ბავშური გულუბრყვილობით და სიხარულით სავსე, ჩამოვყვებოდით ბოგირის ხიდამდე ბოლოს გავჩერდებოდით ილო ძიას ( წვერა) სახლთან დავსხდებოდით დიდი კაკლის ძირში გაკეთებულ ხის სკამზე კალათაში ბლომად მოგროვილი კვერცხებს ამოვითვლიდით ჯერ შეღებილებს მერე შეუღებავ კვერცხებს გადავითვლიდით გავყოფდით ბავშვების რაოდენობაზე და ხელდამშვენებულები ვბუნდებოდით სახლში ბედნიერები რამდენჯერ ლაყე კვერცხებიც მოგვიტანია😁😁 აღდგომას კი წითელ კვერცხს ჩავიწყობდით ჯიბეში და ეზოს გარეთ ვაჭიდავებთ რამდენი ატირებულა კვერცხი რომ გამიტეხია😁😁 ვეტყოდი აბა თავთავ დავაჭიდოთქო მერე ბოლობოლოო და ასე გრძელდებოდა დღის განმავლობაში ეს იყო ჩვენი აღდგომაა . დღეს კი აღარ ვიცი სოფლებში თუ კიდევ არსებობს ეს ტრადიცია, ერთი კი ის ვიცი რომ ჩვენ ფუძის ანგელოზები გვიხმობენ , ვაი რომ ვაგლახ დღესდღეობით დადუმებულია ჩვენი ხეობა. უფალს ვთხოოვ, ოდეს დადგებოდეს ის დრო ჩვენს მიწაწყალზე აგვეღნიშნოს.❤❤❤ ღმერთმა მრავალ აღდგომას დაგასწროთ.

Published in ბლოგი
ნათიანანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ჩემი ბავშვობის სააღდგომო ბალადა

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება