შაოლინელი ბერების რჩევები როგორ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

საბრძოლო ხელოვნების დიდებული პროფესიონალი და ბერი შაოლინ შიფუ იან ლეი რჩევას აძლევს მათ, ვისაც სურს რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ახალგაზრდა და ჯანმრთელი.

1. ნუ იფიქრებთ ბევრს. ეს ძალას გაცლით და გაბერებთ. ნუ ისაუბრებთ ძალიან ბევრს.

ადამიანები ან საუბრობენ ან აკეთებენ და უმჯობესია მათ შორის იყოთ, ვინც აკეთებს.

2. გაანაწილეთ სამუშაო 40 წუთიანი ინტერვალებით და მათ შორის გააკეთეთ 10 წუთიანი შესვენებები. გონების დიდხანს კონცენტრაცია ერთი და იმავეზე, ვნებს თქვენს თვალებსა და შინაგან ორგანოებს.

3. როცა ბედნიერი ხართ უნდა 

აკონტროლოთ თქვენი გრძნობები, რადგან კონტროლის დაკარგვა ენერგიას გაცლით.

4. ნუ ინერვიულებთ და ნუ გაბრაზდებით ხშირად. ეს თქვენს ღვიძლსა და ნაწლავურ სისტემას ვნებს.

5. ნუ დანაყრდებით ზედმეტად. ეცადეთ ყოველთვის დაიტოვოთ მსუბუქი შიმშლის გრძნობა.

დანაყრება ზიანს აყენებს ელენთასა და სხვა ორგანოებს.

6. ნუ იჩქარებთ. ყოველთვის გახსოვდეთ გამოთქმა – “მშვიდად ივლი – შორს წახვალ”.

7. თუ დროს მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას უთმობთ და მოდუნებისთვის ვერ იცლით, გაღიზიანდებით, დაკარგავთ ინის ენერგიას და დაირღვევა ინ იანის ბალანსი.

8. თუ სპორტით არ დაკავდებით და მთელ ყურადღებას მხოლოდ მედიტაციას, ციგუნსა და მოდუნებას დაუთმობთ, ამ შემთხვევაში დაკარგავთ ენერგია იანს.

9. კუნგ-ფუ ყველა სახის ენერგიას გაძლევთ. მიზანი – ინისა და იანის დაბალანსებაა. რამდენ საათს დახარჯავთ ამისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იპოვოთ ის, რაც თქვენი სხეულისთვის მნიშვნელოვანია.

პენი ლეინი.

Published in რელიგია, სპორტი, ხელოვნება, ჯანმრთელობა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

შაოლინელი ბერების რჩევები როგორ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება