ფიქრებიდან რეალობაში…

ჩაფიქრებული ვიჯექი სამზარეულოში, თეთრ სკამზე . გამიტაცა წარსულ ცხოვრებაზე ფიქრმა თვალწინ ჩამიქროლა ცხოვრების ყველა დროის ტკბილ მწარე მოგონებებმა, ზოგი გულს მალამოდ მომედო, ზოგმა გული დამიმძიმა . ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად წერენ მედიცინის მუშაკების აუგს , როგორც ყველა საღადმოაზროვნე ადამიანს მეც გული მტკივა თვითოეულ ადამიანის ჩივილზე გულის ტკივილზე ამათუ იმ ექიმის უყურადღებობაზე მე არც ექიმი ვარ და არც მედიცინის მუშაკი ერთერთი რიგითი მოქალაქე ვარ ჩემი ქვეყნისა. ამ ფიქრებში წასულს ერთი პატარა მონაკვეთი გამახსენდა .რამდენჯერ დამიწერია და კვლავ დავწერ მამაჩემმა სიცოცხლის ბოლო წლები ჩემთან გაატარა, ბოლოს ძალიან ავადმყოფობდა . ექიმისაგან ვიყავი გაფრთხილებული არამცდაარამც მაღალი კი არა დაბალი სიცხე არ უნდა მიეცა თორემ ვეღარ გაუძლებდა მისი ფილტვები და დაიღუპებოდა ისე ჰქონდა შეჭმული ნიკოტინისაგან, სასწაული მწეველი იყო დღედაღამ სიგარეტი ჰქონდა გარჭობილი პირში სახე და თითები სულ ჭვარტლის ფერი ჰქონდა არც ისე იყო მაინცდამაინც ფითქინა ერთი შავი მამა მყავდა, ხოდა იმას ვამბობდი სულ ვაფრთხილებდი მე , როცა არ ვიქნები სახლში არ დაიბანოთქო მე დაგბანთქო.პატარა ბავშვივით ვაბანავებდი ჯერ წინასწარ ორთქლით ჩავათბობდი აბანოს, მერე შევიყვანდი იქვე ჩავაცმევდი საცვლებს და თბილ ლოგინში ვუკრავდი თავს შევფუთავდი კარგად რომ არ გაციებულიყო სურვილისამებრ ან ყავს ან ცხელ ჩაის მივართმევდი ასე ვანებივრებდი სულ უხაროდა ასეთი ყურადღება ჩემგან. ზაფხულია სახლში მე და მამა ვაართ ბიჭები ქალაქგარეთ არიან გასულები.მოსაღამოვებულზე დავბრუნდი სახლში შემოვედი ოთახში და რას ვხედავ გაშავებულგალურჯებული წეევს დივანზე ზალაში და ერთიანად კანკალებს ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა რა ჭირდა ნელი ხმით ამოილუღლუღა: მამი ,ვიბანავე უშენოდ ძალიან დამცხაო და ვიფიქრე გავგრილდებიო მერე ორპირში დავიძინეოო მაშინვე მივხვდი აციებდა სახელდახელოთ მოვუდუღე ჩაი მარა ვერ უშველა თაფლიან ლიმონიანმა ჩაი ვატყობდი უკვე ვეღარ იყო კარგად ვეტაკე ტელეფონს და სასწრაფო გამოვიძახე, სირენის ხმაზე მერვე სართულიდან უცბათ პირველ სართულზე აღმოვჩნდი😁😁 სასწრაფოდ მანქანიდან ძლივას გადმოღოღდა მწვანე ხალათიანი ქალბატონი დაახლოებით ასსამოცი კილო მაინც იქნებოდა , პირმრგვალი სანდომიანი სახის მოკლედ შეკრებილი თმიანი, ჩამოვართვი დიდი ჩამოდანი მას გადმოყვა ახალგაზრდა ბიჭი გავრბივარ წინ მინდა რომ მალე ავიდეთ სახლში მოღოღავს სვენებსვენებით ფეხაუჩქარებლივ ის ქალბატონი უკან მოსდევს ის ბიჭიც ვინ ექიმია და ვინ ექთანი ვერ დავადგინე მე კიდევ ერთი სული მააქვს უცბათ უშველონ მამაჩემს. როგორც იქნა მოხვდნენ ავადმყოფთან შეხედეს ერთმანეთს და ჩაილაპარაკეს ამას ძალიან აციებსოო დაველოდოთ მაღალ სიცხეს მისცემს და მერე ჩვენჩვენ საქმეს გავაკეთებთო მოკალათდენ სავარძელში .აბა წავიდა მუსაიფი ერთმანეთის გაცნობა , კითხვაპასუხი ვინ ვარ და ვინ არიან😁😁😁 მეც ცოტა ლამისაა გავგიჟდე იოსკას შემყურე ესენი კიდევ.. ერთი სიტყვით ამ საუბარში აღმოჩნდა რომ ორივენი ექიმები ყოფილან და რასაც არ ველოდებოდი კიდევ ბიჭი ექიმი ვალოდია კოპაძის ( სკოლის დირექტორი იყო ჩემი აჩაბეთში) შვილიშვილი ყოფილან ჩვენი მხრის დედა ყოლია კეხველი რომელსაც კარგად ვცნობდი დავტრიალდი თან მამას ვეფერები და ა თან ამათი გამასპინხლება დავიწყე. ბოლოსდაბოლოს ჩემი მხრის იყოო ამასობაში იოსკას სიცხე მისცა თერმომეტრით აღარ ისინჯება ხან იქითაა ხან აქეთ ისეთებს ბოდავს😁😁 ზეწარს დავასველებთ ტოლმასავით გავახვევ და წამიერად აშრობს ასე ვიმერებდი შუაღამემდე როგორც იყო მოვიყვანეთ აზრზე , დავტრიალებ მამაჩემს და თავიდანფეხებამდე ვკოცნი და ვეფერები არ დამტოვო მამითქო .აზრზე რომ მოვიდა ყავა მოითხოვა არაფერი ახსოვდა კოპაძის შვილიშვილი კი დატოვა გაოცებული ეს, ვინა ყოფილა რა მაგარი კაცია ასეთი იმუნიტეტი ბავშვებშიც არ მიხავსო რა ძლიერი კაცი ყოფილხარო ძია კაცოვო გამომშვიდობებისას უთხრა, ქალი ექიმი კიდევ სულ მხარზე ხელს უტყაპუნებდა , ბიძია რა ბედნიერი ხარ ასეთი ყურადღებიანი შვილი რომ გყავსო დღესდღეობით უკვე იშვიათობააო, შვილებიც მყვანან და შვილიშვილებიც ასე თუ მომივლიან დღესვე რომ გავხდე ავად არ შემეშინდებაო, იოსკამაც არ დააყოვნა და უპასუხა ბიჭი და მეორე გოგო მყავს ამასა ჯობიანო ერთმანეთზე უკეთესებიო არიან .წასვლა აღარ უნდოდათ ბოლოს კი გამოტყდნენ ისე , რაკარგად დავისვენეთო ძია კაცო შენ გაიხარეო.. პ.ს. ამ ამბიდან დაახლოებით სამი კვირა იქნებოდა გასული სამსახურიდან მოსულს ლიფტში შემომესმა სახლის ტელეფონის ზარის ხმა ჩქარჩქარა შემოვედი და ვუპასუხე ყურმილში ნაცნობი ხმა ჩამესმა დიდი მოკითხვის მერე ჩემი და ბატონი იოსების თავი შემახსენა მე, სასწრაფო რომ გამოიძახეთ იმ ბრიგადის ექიმი ვაარო აა, იმიტომაც მეცნო მეც მთელი სულითა და გულით მოვიკითხე მითხრა რამდენი ხანია გირეკავ და არავინ მპასუხობდაო ვიფიქრე ამ ერთხელაც დავრეკავ თუ არადა გავანებებ თავსო და ქეც დამიჭირა სახლში .ძალიან დიდი მადლობები მიხადა ბედნიერია მამაშენი ასეთი შვილი რომ ყავსო იმ ღამის მორიგეობა სულ შენზე ვსაუბრობდი სადაც მივედი და წავედიო.მამა ხომ მთელი გულით მოიკითხა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. მეც რათქმაუნდა დავლოცე თავის შვილმონაგრიანათ და ასე ტკბილად დავემშვიდობეთ კვლავ ერთმანეთს ❤️

Published in ბლოგი
marine
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ფიქრებიდან რეალობაში…

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება