სხეულის ,,ენა “

ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურად  აღქმული სხვების მიერ. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სხეულის ენას ვიყენებთ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი პირიქით, ნეგატიურს.

არიან ადამიანები, რომელთა პიროვნების ამოცნობა ძალიან ადვილად შეიძლება იმდენად მარტივ სხეულის ენას მიმართავენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთაც ნებისმიერი სირთულის სხეულის ენის გაშიფრვა შეუძლიათ და მათი მოტყუება არცთუ ისე ადვილია. სწორედ იმისათვის, რომ შევძლოთ ადამიანთა ქცევისა და ჟესტების გამოცნობა, მცირეოდენი ტრენინგი დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ უნარ-ჩვევები.

სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რომელიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, აუცილებელია რამდენიმე ძირითადი ჩვეულების ცოდნა.

მაგალითად:

თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვის ”დიახ”-ს ნიშნავდეს.

თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშ მზერად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ.

მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ მივხვდებით თუ რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე, სიამოვნებს თუ არა ჩვენთან ურთიერთობა და ა.შ.

 პ. ს. – გაგრძელება იქნება

Published in ბლოგი
marineსოფინანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სხეულის ,,ენა “

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება