სიყვარული

ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის ურთიერთობას “საუკუნის რომანს” უწოდებენ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ორივე უდიდესი ვარსკვლავი იყო, მაშინ პაპარაცების ერა მხოლოდ იბადებოდა და სწორედ მათი “ლავსთორი” იქცა ეპოქის მთავარ მოვლენად.

მეორეც, ორი ვარსკვლავის რომანი არა მხოლოდ მღელვარე, ეკრანიზაციისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა. გიჟური სიყვარული, კამათი, ჩხუბი, განშორება და შეერთება – შეყვარებულებმა ორჯერ იქორწინეს და ორჯერ გაიყარნენ. ერთად მონაწილეობდნენ ოსკაროსან ფილმებში და ამაყად პოზირებდნენ წითელ ხალიჩებზე. ცხოვრობდნენ მხოლოდ ძვირადღირებული სასტუმროების ნომრებში, საიდანაც ხშირად ჩხუბის ხმაც კი გამოდიოდა.

წყვილს მილიონობით ჰონორარი ჰქონდა. გულუხვი რიჩარდ ბარტონი ელიზაბეტთან ყოველი ჩხუბის შემდეგ მისთვის ძვირადღირებულ სამკაულებს ყიდულობდა.

    

ელიზაბეტ ტეილორი ჰოლივუდის ჭეშმარიტ ლეგენდებს, მსოფლიოს ყველა დროის ცნობილ მსახიობებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. რიჩარდთან შეხვედრამდე მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დრამატული მსახიობის რეპუტაცია. იმ დროისთვის საბედისწერო ლამაზმანი უკვე ოთხჯერ იყო გათხოვილი (სულ მის ცხოვრებაში რვა ქორწინება იყო, მათგან ორი _ ბარტონთან). ბარტონი კი სახასიათო მსახიობის რეპუტაციით სარგებლობდა, ის სცენაზეც და ცხოვრებაშიც ტემპერამენტიანი და აგრესიული გახლდათ. ბარტონი ალკოჰოლის მოყვარული იყო და არასდროს ცდილობდა, კორექტული ყოფილიყო.

მღელვარე რომანი, რომელსაც მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა, რომში ფილმ “კლეოპატრას” გადაღებებზე, 1962 წლის იანვარში დაიწო. ჰოლივუდი ყველაზე ძვირადღირებულ ფილმს იღებდა, სადაც კლეოპატრასა და მარკ ანტონიუსის როლებს ასრულებდნენ ვარსკვლავები, რომელთა ცხოვრება გაჯერებული იყო მილიონობით ჰონორარით, ელიტური ბრწყინვალებით, ბრილიანტებითა და იახტებით.

1961 წელს 37 წლის ბარტონს “ბრიტანელი ბრანდო” უწოდეს. მისი ქორწინება მსახიობ სიბილ უოლესთან ბედნიერად დაიწყო, წყვილს ორი შვილი ჰყავდა. 29 წლის ტეილორი კი მომღერალ ედი ფიშერზე იყო გათხოვილი. გადაღებებზე გაჩენილმა ვნებამ ისე ჩაითრია მსახიობები, რომ ისინი არც კი ცდილობდნენ თავიანთი სიყვარულის დამალვას. ყურადღებას არავის აქცევდნენ და სასიყვარულო სცენის დასრულების შემდეგაც კი აგრძელებდნენ ერთმანეთის კოცნას. სადაც კი შესაძლებლობა ეძლეოდათ, ყველგან სექსით კავდებოდნენ. უზომოდ ბევრ ალკოჰოლს სვამდნენ და აღვირახსნილ, ცოდვებით სავსე ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ. 

Published in ბლოგი
Natiaალექსი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სიყვარული

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება