სამოქალაქო საზოგადოება ნაწილი 2
სამოქალაქო საზოგადოების წევრი სუბიექტები მაღალი სოციალურ-პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევიან. დასავლურ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოება განიხილება როგორც დემოკრატიული ღირებულებების ნორმატიული კონცეფცია.
ამერიკელი მკვლევარი ლარი დაიმონდი გვთავაზობს შემდეგ განმარტებას:
ვიკიციტატა
„სამოქალაქო საზოგადოება ეს არის საზოგადოების ნებაყოფლობითი ორგანიზების ტიპი, სადაც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეთა ერთობაა, რომლის საქმიანობა თავისუფალია სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისგან. იგი შედგება სხვადასხვა ინტერესებით – ეკონომიკური, კულტურული, სამოქალაქო, სოციალური – გაერთიანებული ჯგუფებისგან, რომლებიც აკონტროლებენ სახელმწიფოს, ხელისუფლების ქმედებას, ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლების დაცვას, სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა სრულფასოვანი ჩართვისა და მონაწილეობის ხელშეწყობის „საზოგადოებისგან“ იგი განსხვავდება იმით, რომ მასში ინდივიდები მოქმედებენ კოლექტიურად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესებისა და იდეების გამოსახატავად, ინფორმაციის გასაცვლელად, საერთო მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
კომენტარები