საინტერესო ფაქტი “ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე”

უმრავლესობა ჩვენგანი გონებით სადმე საჰარაში (ან სხვა უდაბნოში) წავა პასუხის მოსაძებნად. ოლოლო თქვენ! ვერ გამოიცანით! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი ანტარქტიდაა!

ჯერ ერთი, ტექნიკური განმარტების მიხედვით, უდაბნო არის ტერიტორია, სადაც წვიმის სახით მოსული წლიური ნალექი 254 მილიმეტრს არ აღემატება. საჰარაში წლიური ნალექის რაოდენობა სულ 25 მილიმეტრს შეადგენს. მართალია, ანტარქტიდაში წლიური ნალექის საშუალო რაოდენობა თითქმის იგივეა, მაგრამ მისი ტერიტორიის 2 პროცენტზე, რომელსაც „მშრალ ველებს“ უწოდებენ, არამარტო არ არის ყინული, არამედ იქ ბოლო ორი მილიონი წლის განმავლობაში წვიმა და თოვლი საერთოდ არ მოსულა. მეორეც, „მშრალი ადგილი“ ჰაერში ტენიანობითაც განისაზღვრება. „ანტარქტიდის თავზე“ ჰაერში კი ტენი თითქმის არ არის, რადგან ის მყისიერად იყინება და კონტინენტს ეფინება, მაშინ, როდესაც უდაბნოების თავზე ტენი ძალიან მცირე ოდენობით, მაგრამ მაინც ფიქსირდება ხოლმე.

მსოფლიოს შემდეგი მშრალი ადგილი თუ ისევ საჰარა გგონიათ, მაინც ცდებით! ეს ატაკამის უდაბნოა ჩილეში. იქ, ზოგიერთ ადგილას, 400 წლის განმავლობაში არ მოსულა წვიმა, საშუალო წლიური ნალექი კი მხოლოდ 0,1 მილიმეტრია. ეს მას მსოფლიოს ყველაზე მშრალ უდაბნოდ აქცევს – 250-ჯერ უფრო მშრალს საჰარასთან შედარებით.

დედამიწაზე ყველაზე გვალვიანი ადგილის სახელთან ერთად, ანტარქტიდას შეუძლია ყველაზე ყინულოვანი და ქარიანი ადგილის ტიტულზეც განაცხადოს პრეტენზია. ყინულის სახით, ეს კონტინენტი, მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის 70% ინახავს. ქარის სიჩქარე კი უმაღლესია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა დედამიწაზე – 327კმ/სთ (სადგური Dumont d’Urville, 1972 წ.) ზუსტად იდენტური სიჩქარის ქარი 1934 წლის 12 აპრილს მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა მთა ვაშინგტონზე, ნიუ-ჰემფშირში (აშშ). „მშრალი ველების“ უნიკალური პირობები გამოწვეულია ე.წ. კატაბატური ქარებით (წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და „დაღმავალს“ ნიშნავს). ასეთი ქარები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ცივ, მკვრივ ჰაერს მიზიდულობის ძალა ქვევით მიაქანებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდა, პრინციპში, უდაბნოა, მის ამ სრულიად მშრალ ადგილებს ირონიით ოაზისებს უწოდებენ. ისინი იმდენად გვანან მარსზე არსებულ პირობებს, რომ NASA მათ „ვიკინგის“ მისიის გამოსაცდელად იყენებდა.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

საინტერესო ფაქტი “ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე”

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება