რუბრიკა – ცნობილი არქიტექტორები #1

ზაჰა ჰადიდი – ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი. დაიბადა 1950 წლის 31 ოქტომბერს, ბაღდადში, ერაყი. ხარისხი მათემატიკის განხრით მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადავიდა სასწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ, „მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის“ ოფისში იწყებს მუშაობას ყოფილ მასწავლებელთან, ჰოლანდიელ არქიტექტორ რემ კოოლჰაასთან პარტნიორად. 1979 წელს ლონდონში ის საკუთარ პრაქტიკას იწყებს. 1980-იან წლებში ის ასევე არქიტექტურის ასოციაციაში ასწავლიდა.

ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:


* ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია

* როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო

* ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი

* ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია

* ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანია

* ბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია.

ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის „მაინდ-ზონა“. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.

მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონგ-კონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ გენერალური გეგმის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრია.

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რუბრიკა – ცნობილი არქიტექტორები #1

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება