მოგონება
2015 წელია და ვარ ძალიან სიმპათიური (ჩემი გაფურჩქვნა ადრე დაიწყო). ჩემთვის ვფიქრობ, სანამ ჭკნობა დამძლევს ერთი კაი გოგო ხომარ გავიგორო მკლავზე მეთქი და ეშმაკს შენ დაასწრებ სიფხიზლეს? გამომიგზავნა ბედისწერამ ერთი ლამაზი სატრფიალოდ. იმ დროს მოდაში იყო “სიყვარულს მალვა უნდაო” და ჩვენც ვმალავდით ისე რომ არავინ არაფერი იცოდა. როგორც ხდება ხოლმე ცოტა ჩხუბი, ცოტა ეჭვიანობა, ცოტა სიყვარული, ცოტა ფლირტი, ცოტა სექსი, ჰაჰ ვხუმრობ, საკოცნელად რომ ვიწეოდი ერთი თვით სოფელში გარბოდა. მოკლედ ბლა ბლა ბლა და განშორების დღეც დადგა.
ჩემი საყვარელი მამიდას შვილის ქორწილში მომდის შეტყობინება: “მორჩა ყველაფერი”. ვახ! ცხოვრება თავდაყირა დგას, აღაც მექორწილება და აღარც მემღერბა. ქორწილის მეორე დღეა, ყანწს ყანწზე ვატრიალებ, მეთქი სიყვარულმა უარმყო, დამისხით უნდა გავთავდე აქ და ახლავე.
ღვინით შეგულიანებულმა თავისთან სამსახურთან მივედი. წვიმს ბათუმურად, ველოდები გამოვიდეს და მითხრას იმ ფილმში როა “ბიჭიკო დაიხურე ქოლგა დასველდეები”-ო. შენც არ მომიკვდე. შეტყობიენბა შეტყობინებაზე მომდის “წადი აქედან”, “თავს ნუ იმცირებ”, “უხერხულია, ხალხი შეწუხდა”(თავისი თანამშრომლები, დავდნი კაცი, გამრეცხა წვიმამ და აბა როგორ გინდა). ჯიუტად ფეხს არ ვიცვლი, უნდა დავემშვიდობო ან ჩემთან წაბლანაში გავაქანო საბოლოოდ, დავაზრდევინო წიწილებივით გოგო-ბიჭები, დავბერდე და გავიხსენო იმ დღეს წვიმა როგორ აგრილებდა ჩემს გაშანთებულ გულს. არც ერთი და არც მეორე. გავაჩერე 44 ნომერი მარშუტკა, ჩავჯექი და წამოვედი. გზაში შეტყობინება მომდის ” მაგარი გოიმი ხარ”.
ყურადღება შეკითხვა!
თქვენი აზრით რატომ ვიყავი გოიმი?
ა) იმიტომ, რომ ქოლგა არ მქონდა თან.
ბ) იმიტომ, რომ ბლაყვივით ვიდექი და ბაყაყივით ვსველდებოდი.
გ) იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ გავქაჩე.
დ) ყველა პასუხი სწორეა.
კომენტარები