ლექსი

🧡🌼❤💛❤🌼🧡

ადამიანმა იარა … იარა…

და როცა ცხრა მთა გადაიარა,

უკან მოიხედა და მთელი ცხოვრება,

ტანჯვად დაინახა, ლხენად კი არა,

თმაში ჭაღარა გამორეულმა,

სასო დაკარგა, რწმენა კი არა,

ბევრი იარა თუ ცოტა იარა,

კარგად იარა თუ ცუდად იარა,

აღმართზე აიარა, დაღმართზე ჩაიარა

და ყველა უფსკრულის კიდეზე გაიარა.

სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის,

დედისთვის, ძმისთვის, დისთვის,

შვილისთვის,

განსაცდელიდან – განსაცდელამდე

ყველა სიძნელე გამოიარა,

თან ისე რთულად, ისეთი გრძნობით

და ისე მძაფრად გამოიარა,

რომ ბოლოს სიმწრით დაღარულ მკერდში,

ქვის ლოდი დახვდა, გული კი არა…

მერე სინანულს დაუმეგობრდა,

არცერთი ცოდვა არ იუარა,

ყველა სიტყვა და ყველა ნაბიჯი,

უფალს და სანთელს გაუზიარა,

დაცარიელდა, გადაიღალა,

თვალებზე ლიბრი ჩამოეფარა,

მთვლემარე სხეულს ისე უჩუმრად

და უხმაუროდ გამოეპარა,

რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

სიკვდილის შიშსაც არ აზიარა…

გაორდა გრძნობა ცისა და მიწის,

ყოფნა არყოფნის გამო კი არა,

მადლობელია მაინც ყველაფრის,

ამის თქმა სურდა, სხვა რამ კი არა…

ნაირა ბურდული.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ლექსი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება