კანქვეშა ცხიმის კავშირი ტვინის მოცულობასთან
ამერიკელი და კანადელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა ძლიერ მტკიცებულებას კავშირზე მუცლის ცხიმის რაოდენობასა და ტვინის შემცირებულ მოცულობებს შორის, და შესაბამისად მის გავლენას ტვინის იმ ფუნქციებთან, რომლებიც დაკავშირებულია კოგნიტურ ფუნქციასთან. კვლევა გამოქვეყნდა ონლაინ 28 აგვისტოს ჟურნალში Aging and Disease
ჯანსაღი საშუალო ასაკის მოზრდილების ჩატარებულ კვლევაში მუცლის ღრუს ვისცერული და კანქვეშა ცხიმის დიდი რაოდენობა ემთხვევოდა MRI-ით აღმოჩენილ ტვინის ატროფიას, განსაკუთრებით ქალებში.
“კვლევა აჩვენებს, რომ ჭარბი ცხიმი მავნეა ტვინისთვის და უფრო ცუდად გამოიხატება ქალებში, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადების რისკის ზონებში”, – განაცხადა კვლევის ხემძღვანელმა საირუს რაჯიმ, მედიცინის დოქტორი, მალლინკროდტის რადიოლოგიის ინსტიტუტში, ვაშინგტონის უნივერსიტეტი,
აღნიშნულ კველვაში 20-80 წლის 10001 ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს (საშუალო ასაკი 52,9 წელი; 53% მამაკაცი) ჩაუტარდა სკანირება 1.5T MRI-ზე მთელი სხეულის მოკლე MR გამოსახულების პროტოკოლით. FastSurfer-ით ჩატარებული ღრმა გამოკვლევით კი შესწავლილი იქნა თავის ტვინის 96 რეგიონი. ცალკეული მოდელებით სეგმენტირებულად შეისწავლეს ვისცერული და კანქვეშა მუცლის ცხიმი. კვლევის დროს ჩატარდა რეგრესიული ანალიზი მუცლის ცხიმის ტიპებსა და ტვინის ნორმალიზებული მოცულობას შორის, ასაკისა და სქესის გათალისწინებით. ლოგისტიკური რეგრესიის მოდელებმა (ლოჯიტის მოდელი – გამოიყენება გარკვეული კლასის ან მოვლენის ალბათობის მოდელირებისთვის)
განსაზღვრეს ტვინის მთლიანი ნაცრისფერი და თეთრი მატერიის მოცულობის დაკარგვის რისკი ვისცერული ცხიმის უმაღლესი მაჩვენებლიდან და ტვინის ამ მატერიების მოცულობის ყველაზე დაბალ მაჩვენებლებამდე.
კვლევამ დაადგინა, რომ როგორც ვისცერალური, ისე კანქვეშა მუცლის ცხიმის უფრო მაღალი რაოდენობა წინაპირობა იყო როგორც მთლიან ნაცრისფერ და თეთრი ნივთიერების მცირე მოცულობისა, ასევე მცირე მოცულობისას ჰიპოკამპში, შუბლის ქერქში და დროებით, პარიეტალურ და კეფის წილებში.
საერთო ჯამში, აღმოჩნდა, რომ როგორც კანქვეშა, ასევე ვისცერული ცხიმი აქვს ნეგატიური კავშირი ტვინის მოცულობასთან.
ქალებს აღენიშნებოდათ ტვინის ატროფიის უფრო მკვეთრად გამოხატული სურათი ვისცერული ცხიმი გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა, ძნელია სქესობრივი განსხვავებების როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორის კონტექსტში მოთავსება, რადგან როგორც მკვლევარები აღნიშნავენ არ ჩატარებულა სხვა სახის კვლეევები რომლებიც სპეციალურად შეისწავლიდა ვისცერული ცხიმის, თუ ტვინის მოცულობის შემცირებას ქალებსა და მამაკაცებში და ჩაატარებდა სქესობრივი განსხვავებების გამოკვლევას.
კვლევის სხვა შეზღუდვები მოიცავს ასევე იმ ფაქტს რომ ანალიზმა ასევე არ გაითვალისწინა ცხოვრების სტილის სხვა ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა, დიეტა და გენეტიკური ცვლადები.
მკვლევარები აპირებენ შემდგომი გამოკვლევების ჩატარებას ძირითადი მექანიზმების უკეთ გასარკვევად და შესაძლო ინტერვენციების აღმოსაჩენად, რომლებიც მიმართული იქნება მუცლის ცხიმის შემცირებაზე, და შესაბამისად ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების სტრატეგიის ნაწილად.
კომენტარები