გულში შეღწევაა ძნელი

…♥️…

გულში შეღწევაა ძნელი

ყველას არ ეძახის სული…

თუ გცნო თავისად და გიხმო

სულაც არ ყოფილა რთული.

თუ არ… არც შეგამჩნევს მტკიცედ

კლდე და ციხე ხდება ბურჯი.

ვეღარ მოერგება კლიტე

ოქროს, ვერცხლისა და თუჯის…

თუ გცნო ჩაგახედებს სულში

შენთვის დაიწვება ფერფლად

თუკი ნაწილია შენი…

თუკი დაგიძახა : — ერთა

მაშინ გაღიარებს ღმერთად

ყველა სალოცავის ფრესკად…

შენთვის დაიცლება წვეთად

შენთვის დაიღვრება ლექსად…

უკან გასასვლელებს კეტავს

თუკი მიგიღო და გენდო.

ღმერთო, დამილოცე ვისაც

ჩემი გული – გულით ენდო!..

ვისი ერთგულია მარად

და ვის გზას და სავალს უმზერს

აძლევს სასიცოცხლო ძალას

და ვის გულისცემას უსმენს…

ვისი ნაბიჯებიც ესმის

გრძნობს და მოლოდინით ღელავს

ტყუპის ცალივით რომ ერწყმის –

ბნელში ვარსკვლავივით ელავს…

მალე რომ ივიწყებს წყენას

დიდხანს რომ ვერ დგება ზურგით…

და რომ ურჩევნია ყველას

და სძულს უიმისო წუთიც…

გულს აქვს საოცარი სმენა

გულს აქვს გამჭრიახი თვალი

გულმა იცის გულის ენა

გული – გულის ერთი ცალი…..❤️

Published in ბლოგი
ნინოLevanidimadariko
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

გულში შეღწევაა ძნელი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება