აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელება შეუძლიათ.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ალპებსა და არქტიკაში აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელება შეუძლიათ. ეს შეიძლება გარღვევას მოასწავებდეს ნარჩენების გადამუშავების სფეროში.

მეცნიერებმა შეაგროვეს ნიმუშები და 19 სახეობის ბაქტერია და 15 სახეობის სოკო გაზარდეს ბნელ ლაბორატორიაში 15°C ტემპერატურაზე. ამის შემდეგ მკვლევრებმა მიკრობებს სხვადასხვა სახის პლასტმასა „აჭამეს“. აღმოჩნდა, რომ მიკრობებმა შეძლეს პოლიურეთანისა და ზოგიერთი პლასტმასის ნარევების მონელება. თუმცა, ვერც ერთმა მიკრობმა ვერ შეძლო გადაემუშავებინა პოლიეთილენი, რომლისგანაც, სხვათა შორის, მზადდება პარკები და შესაფუთი აპკი.

ექსპერიმენტის ავტორების აზრით, აღმოჩენილ ორგანიზმებს შეუძლიათ შეამცირონ პლასტმასის ფერმენტული გადამუშავების პროცესის ღირებულება და ეკოლოგიაზე უარყოფითი გავლენა.

ადრე ცნობილი იყო, რომ ბევრ მიკროორგანიზმს შეეძლო პლასტმასის მონელება, მაგრამ მხოლოდ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. ეს ნიშნავს, რომ მათი სამრეწველო გამოყენება ძვირია და არაა ეკოლოგიურად სუფთა, რადგან მუდმივი გათბობისთვის ენერგიაა საჭირო. აღმოჩენილ მიკრობებს, მეცნიერთა ვარაუდით, 4°C ტემპერატურაზეც კი შეუძლიათ იმოქმედონ.ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტმასა იქცევა ნარჩენებად – თითქმის იმდენი, რამდენსაც იწონის დედამიწის მთელი მოსახლეობა. პლასტმასის ნარჩენების მეხუთედზე ნაკლები გადამუშავდება, მეოთხედი იწვება, ნახევარზე მეტი კი ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში ხვდება.

მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის დაახლოებით მესამედი გამოიყენება ერთჯერადი პროდუქციის წარმოებისთვის: პლასტმასის ბოთლების, შესაფუთი აპკის, პარკებისა და ნაგვის ტომრებისთვის. აქედან მხოლოდ 15% გადამუშავდება.

მიკროპლასტიკი ამოდის ოკეანის ზედაპირიდან, მთელს პლანეტაზე ვრცელდება და საბოლოოდ ხვდება წყალსა და საკვებში. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ერთ კვირაში დედამიწაზე საშუალო ადამიანი „ჭამს“ ერთ პლასტიკურ საბანკო ბარათს. 2022 წლის მარტში მიკროპლასტიკი პირველად აღმოაჩინეს ადამიანის სისხლში.

Published in ბუნება, განათლება, მოგზაურობა, სამყარო, ჯანმრთელობა
ნანალელაzurab
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელება შეუძლიათ.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება