აქანა დავდგავ სტენკას…

შესავალი: სანამ ბინის რემონტს დაიწყებ, ჯერ იყიდე ბინა!

(კიიი, ასეთებიც შემხვედრია, ახალ წლამდე ერთ თვეში 100 კვადრატულის რემონტის დამთავრება უნდოდა, დიზაინზე მკერავდა და ჯერ თურმე ბინაც არ ქონდა ნაყიდი)…

ნუ კაი ჯანდაბას, გეღირსა ეს ბინა სანატრელი… და სრულიად ლოგიკურია რომ გჭირდება რემონტი.

პირველი შეცდომა: რეკავ რემონტჩიკის ნომერზე და ეკითხები:

„იცით რა მაინტერესებს, 100 კვადრატული ბინის რემონტი რა დამიჯდებააააა?“

აი, რა იცის ვიღაც ჟორამ რა დაგიჯდება შენ რემონტი?! ს ა ი დ ა ნ?!

იქნებ სულ ოქროთი მოვარაყებული და მარმარილოთი მოპირკეთებული სახლი გინდა, პლიუს მოდერნისტული „ჭკვიანი სახლის“ ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ხელოვნური ინტელექტის სისტემებით მოწყობილი….

ნუ კაი ჯანდაბას, ჟორას ასეთი კითხვები უკვე ყელში აქვს და იცის რომ მაინც ვერსად გაიქცევა და ნაძალადევად გპასუხობს:

„170$ კვადრატული!“

ჰმ! ვიღაც ჟორას მოატყუებინებ თავს?! შენ ხომ იმ შენს მეზობელს არ გავხარ რო გაწეწეს უმოწყალოდ დაუნდობელმა ხელოსნებმა!

„ვაიმე რა ამბავია 170$?!… ყველა 150-ს მეუნება…“

აი გამაგებინე, რა იცი კაი ამბავია თუ ცუდი, რა იცი რას გიკეთებს ჟორა ამ ფასად?!

…მაგრამ მოიცა, რა შტერი ვარ, როგორ ვერ ვაფასებ შენს გონება-გამჭრიახობას, რა თქმა უნდა შენც იცი რომ არ იცი და ამიტომაც რკინისებული ლოგიკიდან გამომდინარე, სიცბიერე შეპარული ხმით სვავ შემდეგ გენიალ კითხვას:

„…და რა შედის მაგ ფასში?“

ღმერთო ჩემო! რა უნდა გიპასუხოს ეხლა ჟორამ თუ დაფიქრებულხარ? უნდა მოყვეს ყველაფერი რაც შენს ბინაში უნდა იჩალიჩოს 3 თვის განმავლობაში?

მაგრამ ჟორა რის პროფესიონალია, გამოცდილია უკვე, 5 წლის სტაჟი აქვს, შენნარიების მეტი რა უნახავს!

„შავი მასალა და ხელობა ქალბატონო“.

აჰაა, ზნაჩიტ, ხელობააა, კარგია, გასაგებია… (ჯერ ერთი რა არის გასაგები) მაგრამ ეს შავი მასალა რა ჯანდბაა ფიქრობ შენ, მაგრამ უცოდინრობას ხომ არ გამოავლენ! ამიტომ:

„კარგით მოვიფიქრებ და დაგიკავშირდებით“…

ნუ ჟორამ იცის რომ შენ ამის მერე კიდევ ცხრაას რემონტჩიკთან დარეკავ იგივე კითხვებით და არასდროს აღარ დაუკავშირდები და შვებით ამოისუნთქებს.

მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჟურნალია, კინო მერე იწყება როცა მეორე შეცდომას დაუშვებ, როცა ბოლოს და ბოლოს რომელიღაც ხელოსნის ფასი ან ხმა ყველაზე მეტად მოგეწონება და შეხვდები მოსალაპარაკებლად.

გაითვალისწინე რომ ხელოსანი რომელიც ამ ეტაპამდე მოვიდა უკვე გასაგდებია ან ვალებში იხრჩობა და ყველაფერზე თანახმაა, ან ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს რამე გონივრული შეთავაზების იმედი შენი მხრიდან.

• ვერასდროს, ვერავის ვერ მოუყვები ყველაფერს ზუსტად ისე როგორც შენ გაქვს წარმოდგენილი შენი ბინის რემონტი! როგორი უნაკლო გადმოცემის უნარიც არ უნდა გქონდეს, რაღაცა მაინც გამოგრჩება, რაღაცას არ ჩათვლი მნიშვნელოვნად, რაღაცა არ გეცოდინება, რაღაცა დაგავიწყდება.

• ვერასდროს, ვერავინ ვერ გაიგებს შენს მონაყოლს ზუსტად ისე როგორც შენ მოყვები, როგორი ყურადღებიანიც არ უნდა იყოს, რაღაცა გამორჩება, რაღაცა დაავიწყდება, რაღაცას ვერ გაიგებს, რაღაცას სხვანაირად გაიგებს.

• ვერ დაადგებით თავზე ხელოსანს მთელი მუშაობის პროცესში.

• ვერ დაგირეკავს ხელოსანი ყოველ წამს როცა რაღაც კითხვა ექნება და გააკეთებს თავის ჭკუაზე.

მერე დაიწყება: „ვაიმე მაგ ფასში ნაგვის გატანა არ შედიოდა?!“… „ვაიმე ბენზინი მე უნდა ჩაგისხა?!“… „ვაიმე ეს ასე არ მინდოდა“… „იცი რა ეს მგონი ასე ჯობია და გადამიკეთე რა, რა უნდა“… „ვაიმე ნეტა ის მომეყვანა“… „ვაიმე ნეტა ეს არ გამეშვა“… „ვაიმე ვერ ვუკავშიდები“… „ვაიმე ხელოსანმა გადამაგდო“… „ყველა ხელოსანი ერთნაირია“… „სად დაიმალება მაგის დედის…“

რა უნდა გააკეთო რომ ამ სტატიაში შენი თავი არ ამოიცნო?

სანამ საჭმლის კეთებას დაიწყებ, რეცეპტი ხომ გაქვს სადღაც მაცივარზე მიწერილი? ნუ ზეპირად ხომ მაინც იცი? ანუ გაქვს გ ე გ მ ა!

მითუმეტეს ბინის გარემონტებას რომ აპირებ, უნდა გქონდეს გეგმა! დაწვრილებით ჩამოყალიბებული, ზუსტად გაწერილი. დოკუმენტის სახით ამობეჭდილი პროექტი, რომელსაც ააფარებ ცხვირზე შემსრულებელს თუ რამე ისე არ გააკეთა როგორც დაგეგმილი გქონდა.

ნუ იქნება ხელმოწერილი, ბეჭედდასმული და ნოტარიულად დამოწმებული, მაგრამ მთავარია ხელოსანმა იცოდეს ზუსტად რა გჭირდება შენ და ამობეჭდილი პროექტი ქონდეს გაკრული ყველა ოთახში, სადარბაზოში, ლიფტში, თავის ტელეფონში, ტელეფონზე, ტუალეტში…

ამიტომ იქანა სტენკის დადგმა რო გინდა, ამისთვის ჯერ უნდა დაუკავშირდე დიზაინერს, დამპროექტებელს, დაგეგმოთ ერთად ზუსტად, დაწვრილებით და მერე ამ პროექტით იარე ხელოსნებში, ათვლევინე და კითხე რა დაჯდება და რა ვადებში გაკეთდება, არც ჟორა მოგიშორებს თავიდან და არც ჟორას ცოლი. (ცოლი მენეჯერია)…

ხოდა, მოკლედ, რისი თქმა მინდოდა…

ის დიზაინერი, შენ რომ რემონტის უპრობლემოდ დაწყება-დამთავრებაში დაგეხმარება,

ვარ მე!

მოამზადე 8$ კვადრატულზე და დამიკავშირდი 599 90 71 88. 🙂

Published in ბლოგი
zurab
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

აქანა დავდგავ სტენკას…

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება