ალუჩა – სასარგებლო თვისებები.

ალუჩა უკვე კარგად შემოვიდა და ბავშვების დიდი ნაწილი აქტიურად შეექცევა. ეს მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე უამრავ ვიტამინს შეიცავს და ბევრისთვის საყვარელი და სასარგებლო ხილია, თიმცა გამრავლების სირთულის გამო გადაშენების გზაზეა.

ალუჩა შეიცავს 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1,5% პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ. კალორიულობა – 34 კილოკალორია, კვებითი ღირებულება – ცილა – 0,2 გ, ცხიმები – 0,1 გ, ნახშირწყლები -7,9 გ.

ალუჩა, მისი სასარგებლო თვისებების გამო, კარგი დიეტური საშუალებაა. სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტის თუ საწებელის სახით. ასევე ძალიან სასარგებლოა ალუჩის წვენი, რომელსაც იყენებენ ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, მუცლის ტკივილის დროს. წყალგარეული და კამფორის ხის ნაყოფთან გარეული, იარების მოსაშუშებელი კარგი საშუალებაა.

ალუჩის ნაყოფი ძალიან ცოტა შაქარს შეიცავს, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონეთა რაციონში. რაც შეეხება ბავშვებს, ზომიერად მისი მირთმევა წლამდე ბავშვისთვისაც კი შეიძლება.

ალუჩას უკუჩვენებაც აქვს – იმის გამო, რომ ბევრ ორგანულ მჟავას შეიცავს, არ არის რეკომენდებული გასტრიტით დაავადებული, კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ალუჩა – სასარგებლო თვისებები.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება