💙💙
გარშემო ყველაფერმა ფერები დაკაგა, მაშინ როცა გამსახურდია ხოხბისყელის ფერსაც კი აღგვიწერს და გადმოსცემს მთელი მისი სისათუთით, ჩემთვის სამყარო შავთეთრია, გარშემო ყველას იცნობ, მაგრამ ისინი შენთვის მაინც უცნობებად რჩებიან, შენში შენი მეობა ყვირის, მაგრამ მისი არავის ესმის შენ გარდა, თითქოს გარს უამრავი ადამიანი გახვევია, მაგრამ მარტო ხარ, განა იმიტომ რომ ისინი თავს გარიყულად გაგრძნობინებენ, ამას შენ თვითონვე აკეთებ შენ თვითონვე ძირავ საკუთარ თავს, სადღაც ზღვის ფსკერამდე ჩადიხარ და თან იცი იქ ვერავინ გიპოვის, ყვლაზე სახიფათო კი ისაა რომ ეს იდეა მოგწონს.
გინდა დაწყნარდე მაგრამ ყველა შენი მოძრაობა უფრო გაშფოთებს, სულ შიში რომ რაღაცას გააფუჭებ, რომ რაღაცას ვერ გააკეთებ, რომ გაგრიყავენ, კი ანომალიაა ვიცი შენ საკუთარი თავი ფსკერისკენ მიგყავს, მაგრამ გეშინია რომ ისინი თავისივე სურვილით გაგრიყავენ, ამიტომ ყოველ შენ ნაბიჯს ასგზის ზომავ, შესაძლოა ეს კარგია და უფრო სწორიც, მაგრამ ამით შენ ახალგაზრდობას კარგავ და ბებერი ახალგაზრდა ხდები, ის ახალგაზრდული სიცელქე, ცეცხლი თვალებში და ახალგაზრდული ჟინი კვდება, შენთვითონ კლავ, ერთადერთი რაც გაგიღვიძებს სურვილს უბრალოდ დაკარგულია და ამის გაანალიზება კიდევ უფრო რთული ვიდრე აამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ყველა ჩასუნთქვა და შიში რომ ვეღარ ამოისუნთქებ, ტირილი გინდა, მაგრამ ვერ ტირი, ძლიერი გინდა გამოჩნდე, მაგრამ შენზე სუსტს ვერავის ნახავ, მიუხედავად გარეგნული უდრეკობისა შინაგანად პატარა ბავშვი იმალება, რომელიც დახმარებას ითხოვს, მთელი მისი არსებით,ცდილობს გადარჩენას…პულსი ნელდება, წნევა ვარდება და შიში მართლდება. ერთ-ერთ ჩასუნთქვას უკანასკნელი ამოსუნთქვა მოჰყვა..
კარგია