❤♾❤

ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა “სიმონ”- ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის ,საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა “სიმონ” არის ქუჩური წარმომავლობის და არანაირი განმარტება ✅დატვირთვა არ აქვს.

სინამდვილეში სიტყვა “სიმონ” მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური ✅სიმონ მჭედლიძე,რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს სიყვარულს…ის წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.

სიმონი იყო გაზეთ “შინაური საქმეები” – ს წევრი, სადაც დაუფარავად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს. ამის გამო ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა.

სიმონი მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და სკოლა გახსნა. ამ დროისთვის უკვე იმერეთში არის დანგრეულია ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.

1924 წელსაც სოფელ როდინოულშიც რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და იმ ადგილზე ააშენეს თეატრი.

მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა.

მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა.

იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია.

დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.

და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც “ჩეკისტები” ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ.

წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: “გტკივა სიმონ?” “არა სიმონ?” “აბა ახლა რას იტყვი სიმონ?”…

თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა “სიმონ”-ზე და ეს სიტყვა გახდა,როგორც გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლო.

საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც, იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს ,მიწა მიაყარეს.

ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე “ახალმოწამედ” შერაცხა.

Published in ბლოგი
iakoნანალიკა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

❤♾❤

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება