♈️ვერძი♈️

«ვერძს» (Aries) პატივი აქვს გახსნას ზოდიაქოს ჰოროსკოპი გაზაფხულის ბუნიობის დღეს: როცა ზოდიაქოს ნიშნებმა მიიღეს ის სწორედ ამ თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. ამასთან, ადამიანებს, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, აქვთ საკმაო ძალა და მიზანდასახულობა იმისათვის, რომ წინ წავიდნენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარემოებები მათ საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ვერძების ენერგია და შეუპოვრობა ისეთივე ლეგენდარული გახდა, როგორც მათი სიჯიუტე, ასევე ხასიათის სრული მოუქნელობა. ვერძებს არ შეუძლიათ დათმობა ტაქტიკურ წარმოსახვაშიც კი, რითაც საკუთარ თავსაც არანაკლებ აზიანებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა გამოცდილება არ აქვთ, რომელიც დაეხმარებათ დააცხროს ბუნებრივი სიფიცხე.

თანდაყოლილი ოპტიმიზმი ვერძებს საშუალებას არ აძლევს ხელები ჩამოუშვან ყველაზე უსიამოვნო სიტუაციებშიც კი, მაგრამ კრიტიკას, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანებისგან, შეუძლია მათი წყობიდან გამოყვანა: მომავალში წარმატებულებს, ყოველთვის სჭირდებათ გამხნევება და მათი დამსახურების აღიარება.

ქალი-ვერძის ძლიერი ხასიათი ცოტათი რბილდება ბუნებრივი სინაზით, რომელიც მდედრობით სქესს ახასიათებს, მაგრამ საკმარისია წინაღობა გაჩნდეს მათ გზაზე და ზოდიაქოს ნიშანი თავის თვისებებს ავლენს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს ხასიათი მამაკაცებზე უფრო მეტად ურთულდებათ, რაც გამოიხატება იდეალიზმში, ადამიანების სწორად შეფასების არცოდნასა და ცხოვრების მთელი სრულყოფილებით მიღებაში.

მამკაც-ვერძებს შეუძლიათ ყველა გააოგნონ გამტანობით და საქმეში გამჭრიახობით, მაგრამ გულის სიღრმეში, სიბერემდე ბავშვებად რჩებიან. ისინი თავის ენერგიას ხარჯავენ უმნიშვნელო პრობლემებზე და არ შეუძლიათ კონცენტრირდნენ რეალურ მიზანზე; ყურადღებას არ აქცევენ საქმიან რჩევებს, თუ წარუმატებლობას განიცდიან.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

♈️ვერძი♈️

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება