ჰუმანური ტყვია

ინგლის-ბურების ომის დროს ცნობილი ინგლისელი ქირურგი მაკ კორნეკი ასეთ შემთხვევებს იხსენებდა:

“ბურები ამ ომში იყენებდნენ გერმანული მაუზერ 1895 წლის მოდელის შაშხანებს, 7×57 მმ მაუზერის ვაზნით. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდნენ მძიმე და სერიოზული დაჭრილები, მაგრამ თანამედროვე ბალისტიკა თითქოს დასცინოდა თანამედროვე ქირურგიას.

მაგალითად 1899 წლის სექტემბერში ერთი ირლანდიელი ავანპოსტებზე შეტაკების დროს კეფაში დაიჭრა. ტყვიამ გაიარა ტვინში, სასაში, ენაში და ლოყაში გამოვიდა. დაჭრილის მდგომარეობა უიმედოდ ითვლებოდა. იმავე შეტაკებაში მეორე შოტლანდიელი ჯარისკაციც დაიჭრა თავში. ტყვიამ ტვინის მარცხენა ნაწილში გაიარა და მოპირდაპირე მხარეს გამოვიდა.

უწინდელ დროში, ძველი იარაღის ჭრილობა რომ ყოფილიყო, ამ ვაჟკაცებს თავები გოგრებივით ექნებოდათ დახეთქილები, მაგრამ ხათრიანმა, მიმზიდველმა, ჰუმანურმა მაუზერის კოპწია ტყვიამ შეძლო ნაზად გამსხლტარიყო ძვლებსა და ტვინის ქსოვილში და ჩვენს დაჭრილებს მხოლოდ უსიამოვნება მიაყენა: ისინი სამხედრო სამსახურისთვის დროებით უსარგებლო გახადა, ერთ-ერთს კი მხოლოდ სტრაბიზმი (სიელმე) დაუტოვა.

ეს მაუზერის ტყვია, შესანიშნავი ჭურვია. თავისი დიდი სიჩქარის წყალობით, სეკუნდში ექვსას ორმოც მეტრს გადის, – ასეპტიკურია. იგი ნემსივით გადის ცოცხალ სხეულში და არ გლეჯს მას. სრულიად არ ჰგავს იმ სულელურ მსხვრევად ჭურვს, რომელიც ყოველივეს გლეჯს და ამტვრევს. დიახ, მაუზერის ტყვია ძალზე პატიოსანი ტყვიაა, შეიძლება ითქვას პირდაპირ ჯენტლმენური ტყვიაა.

თუკი ამ ჩვენს არაადამიანურ ცივილიზაციას არ ძალუძს თავი დააღწიოს ისეთ უბედურებას, როგორიც არის ომი, იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებად სასიკვდილო იყოს იგი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი თანამედროვე იარაღი. ბოლოს და ბოლოს, რა არის ომის მიზანი? ჩემი აზრით, ომის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მეომარი გამოიყვანოს წყობიდან და არა დახოცოს ისინი. ომში გამარჯვების მოსაპოვებლად სრულიად არ არის საჭირო გაანადგურო ყველა და ყველაფერი. საკმარისია განსაზღვრული დროით შეაფერხო მტერი ბრძოლაში, შეაჩერო იგი მეომრების შემცირებით”.

წყარო სამხედრო ისტორია

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ჰუმანური ტყვია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება