ხვალ შეიძლება აღარც იყოს
ჩარლი ჩაპლინი”, ყველაზე ცნობილი კომიკოსი კინოს ისტორიაში იხსენებს:
როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მამაჩემთან ერთად წავედი ცირკში შოუს სანახავად, დიდხანს ვიდექით ბილეთების რიგში , იქ ჩვენს თვალწინ იდგა ოჯახი, რომელთაც ჰყავდათ ექვსი შვილი.
აშკარად ჩანდა ღარიბები იყვნენ, მათ ეცვათ ძალიან ძველი , მაგრამ სუფთა ტანსაცმელი.
ბავშვები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, მაგრამ როდესაც მამა ბილეთის სალაროსთან მივიდა და ფასი იკითხა, ძალიან შეწუხდა და ბავშების წინაშე უხერხულობის გამო, ცოლს ჩურჩულით უხსნიდა საკუთარ გაჭირვებას.
ამ დროს ,დავინახე მამაჩემმა ჯიბიდან ოცი დოლარი ამოიღო, მიწაზე დაყარა, შემდეგ მოიხარა, აიღო ,ბავშვების მამას მხარზე ხელი დაადო და უთხრა: თქვენ ფული დაგივარდათ!
კაცმა მამაჩემს შეხედა და ცრემლიანი თვალებით უთხრა: მადლობა, ბატონო, მაგრამ ის ჩემი არ არის!
რადგან ჩემი არ არის , ის უსათუოდ თქვენია, უპასუხა მამამ , შემდეგ
ხელი მომკიდა და სალაროს რიგიდან გამიყვანა, რადგან მას მხოლოდ ის ოცი დოლარი ჰქონდა, რომელიც ექვსშვილიანი ოჯახისთვის აქ დაყარა !
იმ დღიდან, მე ვამაყობ მამაჩემით, ეს სიტუაცია იყო ყველაზე ლამაზი შოუ, რომელიც მე მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე ცირკის შოუ, რომელიც მინახავს!
❗ჩარლი ჩაპლინმა იცოცხლა 88 წელი, მან დაგვიტოვა 4 ესეთი ფრაზა:
1) არაფერი არ არის მუდმივი, თუნდაც ჩვენი პრობლემები.
2) მიყვარს წვიმაში სეირნობა, იმიტომ რომ მაშინ ვერავინ უყურებს ჩემს ცრემლებს.
3) ყველაზე ფუჭად ჩავლილად ითვლება ის დღე, როდესაც ჩვენ არ ვიღიმით.
4) ექვსი საუკეთესო ექიმი არსებობს ცხოვრებაში:
1.მზე
2.დასვენება
3.ვარჯიში
4.დიეტა
5.საკუთარი თავის დაფასება
6.მეგობრები
როდესაც თქვენ დაინახავთ მთვარეს, ამ დროს უყურებთ ღმერთის სილამაზეს…
როდესაც თქვენ შეხედავთ მზეს,იქ ჩანს ღმერთის ძალა…
როდესაც თქვენ ჩაიხედავთ სარკეში, დაინახავთ ღმერთის საუკეთესო ქმნილებას…
ასე, რომ გჯეროდეთ ამის.
ჩვენ ყველა ტურისტები ვართ ამ ქვეყანაზე, ისიამოვნეთ ცხოვრებით!
ცხოვრება ეს არის მოგზაურობა!
ისიამოვნეთ და დატკბით დღევანდელი დღით!
ხვალ შეიძლება აღარც იყოს!♥️
კომენტარები