ხელოვნება, გალაკტიონის “ქებათა ქება ნიკორწმინდას” 

ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე, შუასაუკუნეების ჩათვლით, მკაფიოდ იცვლება დამოკიდებულება , აღქმა ხელოვნებისა. ხელოვნებამ შვა ადამიანი , იგია მამოძრავებელი ძალა უკვდავებისა. ხელოვნება ეს ის საყოველთაო ენაა, რომელზედაც საუბარი ყველა ერისთვისაა შესაძლებელი. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, ერთგვარი ხელოვნებაა. ხელოვნებას შეუძლია ადამიანი გააბედნიეროს ან უბედურად აქციოს.

გალაკტიონ ტაბიძე ლექსში “ქებათა ქება ნიკორწმინდასისა” მხატვრულად გადმოგვცემს ნიკორწმინდის სახეს. პოეტს ნიკორწმინდა არ უნახავს, მან დურგლის მიერ მონათხრობით შექმნა ნიკორწმინდის სახე.(ვახტანგ ჯავახაძის ,,უცნობი“)

სწორედ ხელოვნება და ნიკორწმინდის ტაძარი ანიჭებს პოეტს თავისუფლებას. პოეტის ამ თავისუფლებაზე მიგვანიშნებს პირველივე სტრიქონი:

“მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა.”

ქნარი შემოქმედების სიმბოლოა. პოეტი აღტაცებულია ტაძრის დიდებულებით. “რა განძი გვქონია,

რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია –

დარობს რამდი დარი. კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა,

სიბრძნით გამოჰკვეთა

მძლავრი ნიკორწმინდა.”

ამ ლექსში გალაკტიონი თითქოს გადის დროისა და სივრცის მიღმა და მთელ ხელოვნებას ასხამს ხოტბას და მკითხველსაც, რაღაც ზეციურსა და ამაღლებულზე აფიქრებს. ამიტომაც ეს ლექსი უნდა გავიაზროთ, როგორც მთელი ხელოვნების ქება.

გალაკტიონის ლექსის მიხედვით, ტაძარი არა მხოლოდ კარგად და ლამაზად, არამედ “სიბრძნითაცაა გამოკვეთილი.” პოეტის აღტაცებას იწვევს 12

სარკმელი. თითოეული სარკმლიდან ღვთაებრივი შუქი იღრვრება. გალაკტიონი ტაძარს აღიქვამს, როგორც “ქვის ჰარმონიას”

ტაძრის მოქნილი და მკვეთრი, დასრულებული, ნაზი და ჰაეროვანი ხაზები პოეტში ჰაეროვანი ნაქარგის შთაბეჭდილებას იწვევენ. ეს ყოველივე კი მიუწვდომელთან მიახლებას, ნატვრის ასრულებას ემსგავსება. გუმბათის” ყელი, მაღალღეროვანი, ცამდის აღერილი, ნებით აღერილი, სათნოდ აღერილი” პოეტის აღტაცებას აგვირგვინებს.

უმთავრესი კი ისაა, რომ ტაძრის მზერა ქართულია. მასში ქართველი კაცის რწმენა, დიდსულოვნება, სიყვარული… ირეკლება.

პოეტი თავისი ლექსით ხოტბას შეასხამს ტაძრის შემქმნელ დიდოსტატს და მისი სახით მთელ ქართველ ხალხს. ეს ხელოვნება საქართველოს უკვდავების დასტურია, ამიტომაც სჭირდება მას გაფრთხილება.

“შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე,

ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი.

მძლავრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება –

ბრწყინავს საქართველოს

ქებად ნიკორწმინდა!”

ხელოვნებაზე საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები:

“ხელოვნებაა თავად უკვდაბება, მხოლოდ ხელოვანს ვერ ეწევა სიკვდილი”

მწერალი წარმოდგენას გვიქმნის ხელოვნების როლზე , თუ როგორ შეუძლია დაჯაბნოს მან

საუკუნეები . ასევე “დიდოსტატის მარჯვენაში” ავტორი თავის გმირს ათქმევინებს:

“განა ქვაა სვეტიცხოველი? ქვაყოფილია იგი ამჟამად. უფრო უკვდავი ვიდრე ასიათასი მოკვდავის

სული”

ამ საკითხთან დაკავშირებით ,მახსენდება ნუგზარ შატიძის “წერილი ძმას”, სადაც თვალნათლივაა წარმოჩენილი ხელოვნების როლი ადამიანის ფსიქოლოგიაში. მწერალი გვიყვება ხევსურეთში მოგზაურობის შესახებ, თუ როგორ იპოვა მან მასპინძლის ოჯახში თექა, რომელსაც შეეძზლო ხელოვნებაში გადატრიალება მოეწყო, როგორც უნიკალურ შედევრს.

რა ხდება დღეს?

მნიშვნელობა არ აქვს დროს , სივრცეს, ხელოვნებისთვის არ არსებობს ჩარჩოები, ხელოვნება მუდამ იქწნება ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი . დღესაც, XXI საუკუნეში, ეს თემა აქტუალურია. მართალია დღევანდელი ხელოვნება დიდად განსხვავდება წინა საუკუნეების ხელოვნებისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ადამაინის ცხოვრებაში მნიშვნელობა დაკარგა. დღეს ხელოვნებაა კინო, მოდა, კომპიუტერული თამაშებიც კი. ტექნოლოგიურმა განვითარებამ, კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან ერთად კომპიუტერული გრაფიკის გაჩენამ საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები დასვა: რა ფაზაში იმყოფება დღეს სახვითი ხელოვნება და რა არის მისი მომავალი? ტექნოლოგიებმა განავითარა ხელოვნება და უფრო მრავალფეროვანი გახადა იგი.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ხელოვნება, გალაკტიონის “ქებათა ქება ნიკორწმინდას” 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება