წყარო სამხედრო ისტორია

გსმენიათ ქართული უხმო ნაღმსატყორცნის, “მუმუს” შესახებ?

დიახ, იგი ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შეიქმნა და მისი კონსტრუქტორი გერმანე ხიტალიშვილი გახლავთ.

ქართული „მუმუ“ ნამდვილად ამართლებს სახელს – გამოირჩევა სროლის ძალზე დაბალი ხმით. იგი არ აღემატება 2 მ-ზე 25-30 დეციბელს, რაც ავტომატის ხმაზე თითქმის 4-ჯერ ნაკლებია.

ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოწინააღმდეგის ზურგში ოპერაციის ჩატარებისას. აქედან გამომდინარე, „მუმუ“, პირველ რიგში, სპეცდანიშნულების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისთვის არის აუცილებელი.

მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ჩვენში, არც „მუმუს“ გამოუწვევია ჯეროვანი ყურადღება თავის დროზე. რადგან არ არსებობდა სახელმწიფოს დაინტერესება ამ ძალზე ეფექტიან და, რაც მთავარია, წმინდა ქართულ იარაღზე.

„მუმუ“ ნამდვილი ნოვაცია იყო 2000-იან წლებში და მისით ბევრი დაინტერესდა, ოღონდ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში, არამედ საზღვარგარეთ.

კონსტრუქტორმა გერმანე ხიტალიშვილმა „მუმუ“ შემდეგნაირად „ჩააჩუმა“ – ამ კომპლექსში მთავარი კომპონენტი არა ნაღმსატყორცნი, არამედ თავად ნაღმია და გასასროლი დენთიც მასშია მოთავსებული. ინიცირებისას აფეთქებული დენთის აირები ელვის უსწრაფესად გადააადგილებენ ნაღმის კუდში მოთავსებულ სპეციალურ დგუშს. წარმოიშვება ამომგდები ძალა, ხოლო გაფართოებული აირი ნაღმში რჩება და გარე ატმოსფეროში არ გამოდის, შესაბამისად, არც სროლის ხმა ისმის.

„მუმუ“ 5 კგ-ს იწონის და მისი ტარება ერთ მებრძოლსაც არ გაუჭირდება. თითოეული, 60 მმ კალიბრის ნაღმის წონა კი, დაახლოებით 1,2კგ-ია. მისი სროლის მაქსიმალური სიშორე 500 მეტრს აღწევს, ხოლო მინიმალური 50მ-მდეა. ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვრევები 6-10 მეტრის რადიუსში სასიკვდილო ძალას ინარჩუნებს. ნახევარმეტრიანი „მუმუთი“ წუთში 20-30 გასროლის მოსწრება შეიძლება.

2002 წლის 22 ივლისს კრწანისის პოლიგონზე „მუმუს“ პირველ გამოცდას მთელი ქართული გენერალიტეტი ესწრებოდა. „მუმუს“ გამოცდამ შოკში ჩააგდო აშშ-დან სპეციალურად ჩამოსული ოთარ შალიკაშვილი (ჯონ შალიკაშვილის ძმა) და რამდენიმე დასავლური ქვეყნის სამხედრო ატაშე.

ფრანგებს აქვთ დაახლოებით ანალოგიური პრინციპით მოქმედი უხმაურო ნაღმსატყორცნი, მაგრამ იგი 600-გრამიან ნაღმებს მხოლოდ 400 მ-მდე ისვრის, „მუმუს“ ორჯერ მძიმე ნაღმი კი 500 მ-ზე სწვდება. https://www.facebook.com/groups/853347958884533/permalink/1315088302710494/?mibextid=Nif5oz

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

წყარო სამხედრო ისტორია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება