წვიმის შემდეგ
ამინდი ცივი, სიჩუმე ირგვლივ, არავინ
და არაფერი არღვევს სიმშვიდეს.
გათენდა, ჩვეულებრივი სხვა დღეებისგან, არაფრით განსხვავებული,
უფერული ვიტყოდი, იმიტომ რომ,
გაწოლილი მუქი ტყვიისფერი ღრუბლები გვამცნობს; დღე მოღუშული
და სევდიანი იქნება, ისევ იწვიმებს.
დრო მეტია ფიქრის;
დაგვაფიქრებს, მიგვახვედრებს ამინდი
რომ, ყოველთვის ერთ განწყობაზე
არარის, იცვლება მზეს არ უთმობს,
ღრუბლები ეფარება და ერევა
მანათობელ სხივებს არ უშვებს ცის
კაბადონზე. ამცნობს:
” ახლა ჩემი დროა” !
არსად ჩანს, დღეს ნუ ელოდებით,
არ გამოჩნდება ისვენებს.
შეეგუეთ, აიტანეთ, უფერულ,
უღიმღამო ამინდი!
ადამიანის ცხოვრება ამინდივითაა;
ზოგჯერ და ბევრჯერ კაშკაშა და მზიანი
ამინდებია კარგი განწყობა გიხარია.
ზოგჯერ ნისლი, სევდა ბურუსი
ჩამოწვება ბინდი გადაეკვრება!
ნუ იდარდებ, მარადიული და მუდმივი
არაფერია მათ შორის…..
ტკივილი შეიცვლება სიხარულით!
წუხილი– ბედნიერებით
უიმედობა – რწმენით
შეძლებ დაძლევ .გააგრძელებ
გამოიდარებს
გადაიყრება შავი ღრუბელი,
იკაშკაშებს მზე მანათობელი,
ცხოველმყოფელი მასაზრდოვებელი,
სხივები გამოიგზავნება.
მზე დაიმალა, თვალს მიეფარა დროებით!!!


კომენტარები