წარმატებას დედის სახე აქვს

🔴

,,წარმატებას დედის სახე აქვს,როგორი დამოკიდებულებაც გაქვს დედასთან ქვეცნობიერ დონეზე, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც…კაცი კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს წარმატების მიღწევას, როცა განივითარებს ინტუიციას და მოახერხებს წარმატებულ უკუკავშირს სამყაროსთან.

თქვენ შეგიძლიათ თეორიულად დაუსრულებლად ამტკიცოთ, რომ გიყვართ დედა, მაგრამ სიმართლეზე რეალობა ლაპარაკობს. რეალობაა სწორედ უკუკავშირი თქვენს ჭეშმარიტ სიყვარულზე მისდამი…ვისაც კარგი კავშირი აქვს დედასთან,მას სიხარულის გამოვლინება აქვს და უყვართ სხვებს. ეს ადვილადაა შესამჩნევი.ხოლო როცა ვინმე ამბობს, რომ არაა ბედნიერი, ყოველთვის ვეკითხები როგორი ურთიერთობა აქვს დედასთან.

ყველაზე მეტად დედისადმი წყენას ადამიანის ცივი მზერა ამხელს. დედით ,,იმედგაცრუება” საკუთარი თავით იმედგაცრუებამდე მიდის, რომელსაც მარტოობა მოჰყვება კვალში.

დედისადმი პრეტენზიები ხელს გიშლით ცხოვრებაში, მათ შორის პირად ცხოვრებაში. შესაძლოა გარშემომყოფთა თვალში წარმატებულიც ჩანდეთ, მაგრამ თქვენი ამბიციები, სანამ დედისადმი პრეტენზიებისგან არ გათავისუფლდებით, არ დაკმაყოფილდება.

(❗️რაც შეეხება მამისადმი პრეტენზიებს, ამაზე თქვენი შიშები, თავდაჯერების ნაკლებობა და საქმეში მერყეობა მიანიშნებს. ასეთი წყენა გართმევთ დაცულობის გრძნობას და ლუკმა პურისთვის მძიმე შრომას გაიძულებთ.

❗️არა აქვს მნიშვნელობა რა სახის, რა ფორმის ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან ახლა, საერთოდ გაქვთ თუ არა ურთიერთობა, ან საერთოდ გყავთ თუ არა მშობლები. თქვენ საკუთარ თავში მათდამი პრეტენზიებისადმი უნდა გათავისუფლდეთ და ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოთ.ეცადეთ,გადახარშოთ მშობლებისადმი წყენა და გააფართოვოთ მათი სიყვარული თქვენში.)

პ.ს. როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდებით დედის მიმართ პრეტენზიებისგან,თავადაც გაგიკვირდებათ როგორ დაიკავებს გათავისუფლებული წყენის ადგილს თქვენს ცხოვრებაში წარმატება, სილამაზე, ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და ჰარმონიული ურთიერთობები. სიმძიმე გაქრება და მიხვდებით, რომ სინამდვილეში დედათქვენი არაფერ შუაში იყო, რეალურად ეს პრეტენზიები თქვენ დააკოპირეთ მისგან ისე, როგორც გესმოდათ, თქვენ დაუწერეთ ეს სტანდარტები საკუთარ თავს და მერე ცხოვრებას იწამლავდით თქვენივე გამოგონილი დანაშაულის გრძნობით მისი სახელით.. გახსოვდეთ!წარმატებას დედის სახე აქვს,როგორი დამოკიდებულებაც გაქვს დედასთან ქვეცნობიერ დონეზე, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც.”

(ბერტ ჰელინგერი (1925 —2019) —გერმანელი ფილოსოფოსი,

ფსიქოთერაპევტი,ღვთისმეტყველი.)

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

წარმატებას დედის სახე აქვს

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება