წართველები ბოროდინოს ბრძოლაში. წყარო სამხედრო ისტორია

ქართველები ბოროდინოში

1812 წლის 7 სექტემბერს, სოფელ ბოროდინოსთან, დილის 5 საათსა და 30 წუთზე დაიწყო ნაპოლეონის ომების პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი – ბოროდინოს ბრძოლა.

ბოროდინოს ბრძოლის არნახულ გააფთრებაზე მოწმობს მისი შედეგი – ტყვეების არყოფნა და უზარმაზარი დანაკარგები ორივე მხრიდან. 

ამ ბრძოლაში დაფიქსირდა დაღუპული გენერლების მანამდე არნახული რაოდენობა: ფრანგების მხრიდან – 47 გენერალი, რუსების მხრიდან – 23 გენერალი.

ბრძოლის ძირითადი მოვლენები განვითარდა “გაბრატიონის ფლეშებზე”. ეს გახლდათ სამი საველე არტგამაგრება სიმაღლეებზე, რომლებიც შედგებოდა 7, 12 15 ზარბაზნისგან. 

ნაპოლეონის მარშლების: მიურატის, დავუს, ნეისა და ჟიუნოს კორპუსებმა რვაჯერ შეუტიეს ბაგრატიონის ფლეშებს და ბაგრატიონმა რვაჯერვე მოიგერია იერიში.

უცნობია ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილე ქართველ მებრძოლთა რიცხვი, მაგრამ ცნობილია ქართველ უმაღლეს მეთაურთა რაოდენობა. ბოროდინოში სხვადასხვა თანამდებობებზე ცამეტმა ქართველმა გენერალმა იბრძოლა. ესენია:

1.პეტრე ბაგრატიონი, ინფანტერიის გენერალი – მეორე დასავლეთის არმიის მთავარსარდალი;

2. ივანე ფანჩულიძე, გენერალ-მაიორი – მეორე არმიის მე-3 ბრიგადის მეთაურის მოადგილე;

3. სიმონ ფანჩულიძე, გენერალ-მაიორი – ბაგრატიონის მეორე არმიის ჰუსართა და ულანთა პოლკის მეთაური;

4. ანტონ შალიკაშვილი, გენერალ-მაიორი – ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური;

5. სიმონ განგებლიძე, გენერალ-მაიორი – მეცამეტე ქვეითი დივიზიის მეთაური;

6. ლევან იაშვილი, არტილერიის გენერალი – პირველი არმიის არტილერიის მეთაური;

7. ვლადიმერ იაშვილი, გენერალ-მაიორი – კალუგის საგანგებო რაზმის მეთაური;

8. ივანე გურიელი, გენერალ-მაიორი – 23-ე ქვეითი დივიზიის მეთაური;

9. ფილიპე ჯავახიშვილი, გენერალ-მაიორი – პოლტავას სალაშქროს მეთაური;

10. ივანე ჯავახიშვილი, გენერალ-მაიორი – სერპუხოვოს დრაგუნთა პოლკის მეთაური;

11. სპირიდონ ჯავახიშვილი, გენერალ-მაიორი – პავლოგრადის ჰუსართა პოლკის მეთაური;

12. ალექსანდრე ბიბილური, გენერალ-მაიორი – იზუმის ჰუსართა პოლკის მეთაური;

13. გრიგოლ ბიბილური, გენერალ-მაიორი – მოგოლოვის გრენადერთა პოლკის მეთაური. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე ბოროდინოს რძოლაში მონაწილეობდა პოლკოვნიკის ჩინით. იგი პირველი არმიის სარდლის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტი გახლდათ.

https://www.facebook.com/groups/853347958884533/permalink/1322180192001305/?mibextid=Nif5oz

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

წართველები ბოროდინოს ბრძოლაში. წყარო სამხედრო ისტორია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება