ძლიერი ან სუსტი
ძლიერი მამაკაცი – გაძლევს თავისუფლებას.
სუსტი – ცდილობს მიგიჯაჭვოს.
ძლიერი მამაკაცი – გულწრფელობით ,,მოგიპოვებს”.
სუსტი – უფსკერო მანიპულაციებით.
ძლიერი მამაკაცი – პატიობს ან ივიწყებს.
სუსტი – იაფფასიან სამაგიეროს გეგმავს.
ძლიერი მამაკაცი – მეცხრე ცაზე აგიყვანს და არ შეეშინდება,რომ, მერე, ვეღარ შეგწვდება.
სუსტი – თავის მენტალურ ჭაობში გექაჩება.
ძლიერი მამაკაცი – ბადებს შენში ემოციებს და თავადაც იკვებება
სუსტი – იკვებება შენში დაბადებული ემოციით და გაცარიელებს.
ძლიერი მამაკაცი – გაძლიერებს,როგორც პიროვნებას.
სუსტი – გაძლიერებს,როგორც დედაკაცს.
ძლიერი მამაკაცი – ფარია.
სუსტი – სიძლიერის ილუზიას ამოფარებული.
ძლიერი მამაკაცი – თავს უფლებას აძლევს,ხანდახან, იყოს სუსტი.
სუსტი – გაჯერებს,რომ მისი ძალა მის სისუსტეშია.
ძლიერი მამაკაცი – ერთი დიდი,ლამაზი თავგადასავალია.
სუსტი – ელოდება, ლამაზ თავგადასავალს შენ როდის დაატეხავ თავზე.
ძლიერ მამაკაცს – უყვარხარ ორივესთვის.
სუსტს – უყვარხარ თავისთვის.
ძლიერი ქალი – ბუნებაში არ არსებობს.
ძლიერ ქალს სუსტი მამაკაცები ქმნიან…
თავისდა გასანადგურებლად…
…………
ძლიერი მამაკაცი – ამ ყველაფერს გაიაზრებს.
სუსტი – არც ისეთი სუსტი ყოფილა,თუ ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხა ))))
კომენტარები