ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან

1)დღის მანძილზე მინიმუმ 10 წუთი გაატარეთ სიმშვიდეში.

2)იძინეთ არანაკლებ 7 საათი.

3)წაიკითხეთ რაც შეიძლება ბევრი წიგნი.

4)მეტი დრო გაატარეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან 70 წელს ზევით და 6 წელს ქვევით.

5)უფრო მეტად იკვებეთ იმ პროდუქტით, რომელიც ხეზე მოდის და ნაკლებად, რომლებსაც საწარმოებში ამზადებენ.

6)არ დახარჯოთ ენერგია ჭორების მოსმენა-გავრცელებაზე.

7)დაივიწყეთ წარსული და იქ არსებული პრობლემები. არ შეახსენოთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს განვლილი წყენა – ეს ხელს შეგიშლით ბედნიერება და ჯანსაღი ურთიერთობა გქონდეთ აწმყოსა და მომავალში.

8)ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ზიზღზე დაკარგოთ, ნუ შეიძულებთ ნურავის.

9)ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად.

10)არ არის აუცილებელი ყველა კამათი თქვენს სასარგებლოდ დასრულდეს.

11)დაივიწყეთ ან შეეგუეთ წარსულს, რომ სწორად იცხოვროთ აწმყოში.

12)არასოდეს შეადაროთ საკუთარი ცხოვრება სხვისას, რადგან თქვენ არ იცით რა ხდება იქ.

13)ისწავლეთ პატიება – რას ფიქრობენ სხვები თქვენს შესახებ, ეს თქვენი სადარდებელი არ არის.

14)გახსოვდეთ, რამდენად ცუდიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ის ყოველთვის შეიცვლება.

15)საქმე არასოდეს იზრუნებს თქვენზე, თუ ავად გახდებით – იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ყოველთვის.

16)გათავისუფლდით და თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც უშნოა, უსიამოვნოა და ბედნიერებას არ განიჭებთ.

17)შური – ყველაზე გაუმართლებელი რამ არის, რადგან თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ან მალე გექნებათ. არსოდეს შეგშურდეთ სხვების.

18)მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს – ადექით, ჩაიცვით, კონტაქტი დაამყარეთ გარესამყაროსთან.

19)ხშირად იქონიეთ ურთიერთობა ახლობლებთან.

20)არასოდეს მოინდომოთ ზედმეტი. დააწესეთ გონივრული საზღვრები – ყველგან და ყველაფერში.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება