„ცხოვრება და ადამიანი…“ 👇

რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ადამიანები არ იცვლებიან, პირიქით ისინი – დროთან ერთად მჟღავნდებიან.

შეიძლება ადამიანი განვითარდეს, შეეცვალოს მსოფლმხედველობა, გადააფასოს ღირებულებები, უარი თქვას რაღაც მავნე ჩვევაზე და ა.შ. მარა ადამიანი მის ზნეს, შინაგან ხასიათს და ბუნებას ვერ შეიცვლის, რადგან 

ადამიანი რომ იბადება – ყველას თან აქვს მისი გენეტიკური კოდი, რასაც ვერსად წაუვა..

 

კი ბატონო დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახს სადაც ვიბადებით, გარემოს სადაც ვიზედებით, სოციუმს, სამეგობრო წრეს და ა.შ. მაგრამ მთავარი სიტყვა მაინც გენეტიკურ კოდს ეკუთვნის –

ბევრი კარგი მშობლების აღზრდილი „ცუდი“ შვილიც მინახავს და ბევრი „ცუდი“ მშობლების გაზრდილი კარგი შვილიც… 

Მხოლოდ ცუდი და მხოლოდ კარგი ადამიანები არ არსებობს!!!

ყველა ადამიანს აქვს, თავის ნათელი და ბნელი მხარეები და რომელსაც მეტად გამოკვებავს იქით წავა…

როდესაც ადამიანი მაღწევს იმ ასაკს (18+) ზრდასრულად და ჩამოყალიბებულად რომ ითვლება, მერე მისი შეცვლა, გარდაქმნა შეუძლებელია, რადგან მას უკვე აქვს წინაპლანზე წამოწეული მისი შინაგანი, უნარ-ჩვევები და ხასიათი… ნათქვამია – „კოკასა შინა რაცა დგას, იგივე გადმოდინებისო“ – და ეს ასეცაა.

ასეთ დროს ყოველი ცვლილება, თავის მოტყუებასა და ახალი ნიღბი მორგებას ნიშნავს… არ მჯერა ბოროტი „სულის“ კეთილად გარდასახვის და არც კეთილი „სულის“ ბოროტად გარდასახვის მჯერა…

 

Მარა „სიბოროტის“ სინანულის მჯერა, კიდევ იმის რომ უანგაროდ სიკეთეს თუ არ (ვერ) გააკეთებენ, სიბოროტის კეთებისგან მაინც შეიკავებენ თავს, თუ მოინდომეს… (მარა ესეც იშვიათია)…

Როდესაც ადამიანი „ჭაობში“ იძირება და ჩვენ დახმაების ხელს ვუწვდით – თუ დავინახავთ რომ ამოსვლის მაგივრად ჩვენს ჩათრევას ცდილობს, ამ დოს კი არ უნდა ჩავყვეთ, უნდა განვერიდოთ… 

Თუ ადამიანმა რამს უკეთესობისაკენ შეცვლა თავად არ მოინდომა, სხვისი მხრიდან, მისი შეცვლის ყოველი მცდელობა, წყლის ნაყვას ნიშნავს!…

ტყუილად კი არაა ნათქვამი რომ „სიკეთის კეთებასაც ნიჭი უნდაო“ – მას უნდა დავეხმაროთ ვისაც დავინახავთ რომ ეს ნამდვილად სჭირდება…

რადგან თუ არ უნდათ, მაინც არ მიიღებენ…

                                  

Published in ბლოგი
ნანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

„ცხოვრება და ადამიანი…“ 👇

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება