ცეცხლის კანიონი, – მზის სისტემა.

გიგანტური “ცეცხლის კანიონის” ძაფების მზეზე მოხვედრის შედეგად გამოწვეული ქარები დედამიწას დღეს ან ხვალ დაატყდება თავს, რაც გამოიწვევს სუსტ G1 გეომაგნიტურ ქარიშხალს.

მზის ძაფი არის ელექტრიფიცირებული გაზის ან პლაზმის უზარმაზარი რკალი, რომელიც მზის ატმოსფეროში მატულობს ვარსკვლავის ძლიერი მაგნიტური ველის ცვლილების მიხედვით. ამ გიგანტურ მაგნიტურ მილებს შეუძლიათ პლაზმის უზარმაზარი მასების შეკავება მზის ზედაპირზე, მაგრამ ისინი ასევე ძალიან არასტაბილურები არიან და რღვევის შედეგად შეუძლიათ მზის ქარის ფეთქებადი ჭავლების გაშვება, რომლებიც დედამიწისკენ მიემართებიან.

“გრძელი, გველის მსგავსი ძაფები მზეზე განსაცვიფრებლად ფეთქდება და მომართულია ჩვენი პლანეტისკენ“, – წერს ტამიტა სკოვი, კოსმოსური ამინდის ფიზიკოსი ტვიტერზე.

საბედნიეროდ, ამ ძაფიდან მომდინარე ქარიშხალი სუსტია. კლასიფიცირებულია, როგორც G1 მზის ქარიშხალი. თუმცა მას აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს რყევები ელექტრო ქსელებში და გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სატელიტურ ფუნქციაზე, მათ შორის მობილური მოწყობილობებისა და GPS-ის სისტემებზე, მაგრამ არა მკვეთრად. უფრო ექსტრემალურ გეომაგნიტურ შტორმებს კი საკმარისად მძლავრად შეუძლიათ ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველის დარღვევა.

ასტრონომებმა 1775 წლიდან იცოდნენ, რომ მზის აქტივობა ციკლურად მატულობს და ეცემა, მაგრამ ბოლო დროს მზე უფრო აქტიურია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თითქმის ორჯერ მეტად. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვიდრე მზის აქტივობა კვლავ შემცირდება, სტაბილურად აიწევს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და მიაღწევს საერთო მაქსიმუმს 2025 წელს.

როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ყველაზე დიდი მზის ქარიშხალი, რაც კი ოდესმე მომხდარა თანამედროვე ისტორიაში, იყო 1859 წლის კერინგტონის მოვლენა, რომელმაც გამოუშვა დაახლოებით ისეთივე ენერგია, როგორიც ექნებოდა 10 მილიარდ 1 მეგატონიან ატომურ ბომბს. დედამიწაზე შეჯახების შემდეგ, მზის ნაწილაკების მძლავრმა ნაკადმა დაწვა სატელეგრაფო სისტემები მთელ მსოფლიოში და განაპირობა სავსე მთვარის შუქზე უფრო კაშკაშა ავრორები, სამხრეთით კარიბის ზღვის აუზისკენ. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი მოვლენა დღევანდელ მსოფლიოში გამოიწვევს ტრილიონობით დოლარის ზარალს და ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვას, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ მსგავსი მასშტაბის აფეთქებას მზის ზედაპირზე ადგილი არ ექნება.

წყარო: livescience.com

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ცეცხლის კანიონი, – მზის სისტემა.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება