ჩვენი ოცნებები!!!
იცი როგორ მინდა შენში დავბინავდე შენით მოვიშორო ყველა კაეშანი…
ხშირად მეფიქრება თუ რა იქნებოდა შენ არ მეპოვნე და შენარ გამეცანი…
გავხარ დაღამებას მერე მზის ამოსვლას…
შენით მიხარია ყველა გათენება…
ჩემთან თუიქნები ვიცი დარწმუნებით გული ტკივილისგან აღარ გაჩერდება…
იცი როგორ მინდა, ჩემთვის იარსებო…
კიდევ მოიპოვო, ჩემი ღიმილები
შენ ხომ გიხარია, როცა შემოგხედავ…
მერე თვალებს ვხრი და ისე ვიღიმები…
ზოგჯერ მიბრაზდები თუმცა წამიერად…
მეკი ბავშვივით ვარ ხშირად ვიბუტები…💫🤍
შენ ხომ ჩემს დოინჯზე ჭკუა გეკეტება…
როცა სიბრაზისგან რამეს ვიმუქრები იცი როგორ მინდა სადმე წამიყვანო…
სადაც ფრთებს ისხამენ ჩვენი ოცნებები…
მოდი შევეჯიბროთ, მერე სიყვარულში ისევ დამარწმუნე რომ შენ მომერევი…
სიტყვა დაშორება ჩვენში აღარ არისრადგან ყველაფერი უფრო გვაახლოვებს…
მაგრამ მხრებს ვიჩეჩავ როცა შეკითხვაზე ხომ არ მიმატოვებ?
დუმილს დაყოლებ.💫🤍

კომენტარები