ჩაი

ჩაის სმის ტრადიცია ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში აღმოცენდა. დღეს-დღეობით ის გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. უფრო მეტიც, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიაში და აჭარაში, მოჰყავთ ქართული უგემრიელესი ჩაი. 

ამჯერად გვინდა მოგითხროთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული, ორიგინალური ჩაის სახეობების შესახებ. 

გთავაზობთ საუკეთესო ხუთეულს:

5. ჩაი Tieguanyin, მოწყალების რკინის ქალღმერთის სახელით ცნობილი – Oolong ოჯახის წარმომადგენელი, მწვანე და შავი ჩაის ნაზავი. მისთვის დამახასიათებელია წაბლის გემო და მკვრივი, ხრაშუნა ფოთლები. მზადდება 19-ე საუკუნიდან ფუძიანის პროვინციაში. დამზადების ეტაპების სიმრავლის გამო, იგი წარმოადგენს საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქტს. დაკრეფის შემდეგ, ფოთლები შრება მზეზე, გრილდება, ისევ შრება სხვადასხვა მჟავეებთან ერთად, შემდგომ გორგოლაჭდება, ფიქსირდება, ისევ შრება, ბოლოს იბრაწება და არომატიზირდება. ჩაის ფოთლების გამოყენება შეიძლება 7-ჯერ. არც ერთ ჯერზე არომატი არ უნდა იკარგებოდეს. ერთი კგ. ფასი მერყეობს $3000 ფარგლებში.

4. ჰონგ-კონგში, 2013 წელს გაიმართა აუქციონი, სადაც წარდგენილი იყო 20 კილოგრამიანი შეფუთვა წარწერით Narcissus Wuyi Oolong Tea. ჩაი დაახლოებით 50 წლის დაძველებით იყო. მისი ექსპორტი მოხდა ვუიუდან სინგაპურში 1960 წელს. შეფუთვამ თავის მოგზაურობა ჰონგ-კონგში დაასრულა, სადაც ის მალაიზიელმა კოლექციონერებმა შეიძინეს. ფასმა ერთი კილოგრამისთვის შეადგინა $6500. ჩაის ეს სახეობა, მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იზრდება.

3. ​Panda Dung – პანდას განავალი – ამ სახელწოდებით იყიდება უძვირესი ჩაი. $70 000 ერთი კილოგრამისთვის. პანდები იკვებებიან მხოლოდ ველური ბამბუკით, თუმცა არ გადაამუშავებენ მის 70%. სასუქისთვის სწორედ ეს ნაწილი გამოიყენება, რომ ჩაის ბუჩქებმა რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ელემენტი მიიღონ. ყველაფერი დაიწყო უბრალოდ იმით, რომ ჩინელმა ბიზნესმენმა მოუყვანა ჩაი იაანის მთაზე, სიჩუანის პროვინციაში, სადაც ახერხებდნენ მხოლოდ ამ სახის სასუქის შეგროვებას. მოგვიანებით, ყველამ შეამჩნია, რომ ამ წესით მოყვანილ ჩაის სულ სხვა გემო აქვს, მომხმარებელი კი მზად იყო რომ ამ გემოს გამო უფრო მეტი გადაეხადა.

2. სამწუხაროდ, სიძვირით მეორე ადგილზე მყოფი ჩაი საერთოდ არ უკავშირდება ჩინეთს და მის უნიკალურ ბუნებას. 2005 წელს ბრიტანულმა კომპანია PG Tips-მა, გამოუშვა ჩაის პაკეტები, რომლებიც იყო მორთული ბრილიანტებით. 1 ჩაის პაკეტის ღირებულება 15 000 დოლარი იყო. თითოს ახლდა 280 მცირე ზომის ბრილიანტი. შიგთავსი იყო Silver Tips Imperial, Makibari Estate-სგან. თუმცა შემოსული თანხის 100% ქველმოქმედებას მოხმარდა.

1. Da-Hong Pao – შეგიძლიათ ეს სახელი დაიმახსოვროთ, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ჩაის სახელით. ის პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის იმპერატორის დინასტიას – მინს. ლეგენდის სახით არსებობს თქმულება, რომ ეს ჩაი ღერთების მიერ იყო იმისთვის, რომ გადაერჩინათ იმპერატორის დედა. ამ ჩაის ნამდვილად გააჩნია სამკურნალო თვისებები და დღესდღეობით, შემორჩენილია ამ სახეობის მხოლოდ 3 ბუჩქი. მას გაყიდვაში ვერ იპოვით, ძალიან უნდა გაგიმართლოთ, რომ ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მისი რამდენიმე ფოთოლი პატივის ნიშნად გადმოგცენ, რადგან იგი ითვლება ნაციონალურ საგანძურად, რომლის 1 კგ. შეფასებულია $1 200 000-ზე მეტად და 30 ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ოქრო.

Published in ბლოგი
marineალექსი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ჩაი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება