შუმერები

ისტორია საუკუნეების მანძილზე დუმდა შუმერების შესახებ. მათ შესახებ არაფერს წერდნენ არც ბერძნები, არც რომაელები და არც ძველი ცივილიზაციის სხვა ხალხები, რომლების წერილობითი წყაროებიც დღემდე შემორჩა. მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ შუამდინარეთში არსებობდა სახელმწიფო, რომლის ასაკი 8000 წელს ითვლის ანუ ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-60 საუკუნეში. სწორედ მათგან მიიღეს კულტურული მემკვიდრეობა ბაბილონებმა და ასირიელებმა, აქადებმა და არაბ-ებრაელებმა. შუმერები ბევრ საქმეში გახდნენ პიონერები, მათ პირველებმა გამოიგონეს დამწერლობა, რომელიც ცნობილია ლურსმნული დამწერლობის სახელით და თანამედროვე ბიბლიოთეკის მსგავსი დაწესებულებაც კი შექმნეს. სწორედ შუმერებს ეკუთვნის დღემდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები. შუამდინარული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის თავისი ხანგრძლივობით და სისრულით. იგი შეიძლება შევადაროთ თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით ეგვიპტურ ცივილიზაციას.მართლაც შუმერებიდან და შუამდინარეთიდან კაცობრიობის ცივილიზაციას ჩაეყარა საფუძველი. “ისტორია იწყება შუმერიდან”. აქ ჩაისახა მეცნიერების ბევრი დარგი მიწათმზომელობიდან დაწყებული ვარსკვლავმრიცხველობით დამთავრებული. დროის დაყოფა 60 ერთეულად და ზოდიაქური სისტემა. აქ ჩაიწერა პირველი ანბანი და გრამატიკული ცხრილები, ფარმაკოლოგიური ცნობარები, გაიხსნა პირველი წიგნთსაცავი ბიბლიოთეკები და სკოლები. შეიძლება ითქვას, რომ შუმერთა ცოდნა ცას და მიწას მოიცავდა. მათ ეკუთვნოდათ პირველი სამედიცინო ტექსტები, ეს იყო პირველი ფარმაკოპია, რომელიც მოიცავდა სამკურნალო მცენარეების ჩამონათვალს, შუმერების სამედიცინო ლექსიკონებში ნაპოვნი იქნა ცნობები ავადმყოფთა არა მარტო თერაპიულ მკურნალობაზე, არამედ ქირურგიულ პროცედურებზე, ოპერაციებზე, როგორიცაა კიდურების ამპუტაცია ან კატარაქტას ამოკვეთა. სწორედ შუმერებმა ასწავლეს კაცობრიობას ბრინჯაოს მიღება ტყვიისა და სპილენძის შედნობით და ეს მეთოდი დღესაც წარმატებულად გამოიყენება. შუმერში ყველაზე მეტად იყენებდნენ სპილენძს, ბრინჯაოსა და რკინას, ოქროსა და სხვა ლითონებს კი გამოჭედვით ამუშავებდნენ, ანუ განვითარებული ჰქონდათ მეტალურგია. შუმერებს გასაოცრად ფართო წარმოდგენა ჰქონდათ ასტრონომიაზე, ხოლო მათი ცოდნა მათემატიკის დარგში, დღესაც აოცებს მეცნიერებს. მათ შექმნეს როგორც გეომეტრია, ასევე რიცხვები და მათი მნიშვნელობა. ძვ.წ. მე-4 ათასწლეულში მცხოვრებ შუმერებს შემუშავებული ჰქონდათ მთელი რიგი მეტაფიზიკური და თეოლოგიური მოსაზრებანი, რომელნიც ბუნდოვანების მიუხედავად, დროთა განმავლობაში მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ჯერ ძველ ებრაელთა, შემდეგ კი ქრისტიანულ რელიგიას. მაგალითად ფრესკების, გლიფების გარდა არსებობს ნინევას ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი თიხის დაფები 7 ცალი. ამ კრებულს ენუმა ელიში ჰქვია, სადაც აღწერილია სამყაროს შექმნის მითი. სწორედ აქედან გადმოიღეს ებრაელებმა ბიბლიის ნარატივი სამყაროს 7 დღეში შექმნის შესახებ. ებრაელები ძვ.წ. მე-6 საუკუნეში გაეცნენ ამ მითს 70-წლიანი ბაბილონური გადასახლების პერიოდში.

Published in ბლოგი
New
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

შუმერები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება