შექსპირი – მე-9 და მე-10 სონეტი 

შექსპირი – მე-9 სონეტი

გინდა, რომ ქვრივი ააშორო ცრემლსა და ნაღველს.

ცხოვრობ ეულად, სიმარტოვის სიმძიმე გაწევს,

მაგრამ თუ მოდგმა არ დასტოვე და ისევ წახველ,

ერთ ქალს კი არა, მთელ ქვეყანას ჩააცმევ ძაძებს.

დაქვრივებული დედამიწა ვერ გადარჩება,

თუკი არავის უანდერძე შენი მშვენება,

ქალის ქვრივობას სანუგეშოდ შვილი დარჩება,

პირმშოს შეხედავს და ქმრის სახე მოეჩვენება.

არ იკარგება ქვეყნად ფული, ტრიალებს მხოლოდ,

რაც შენ დახარჯე, იგი სხვისი გახდა ქონება,

სილამაზეს კი, უნაყოფოს, ეღება ბოლო,

ნერგი თუ არ აქვს, აღარ რჩება არც მოგონება.

ის ვერასოდეს ვერ იქნება სხვისთვის იმედად,

ვინც დასაღუპად თავის თავიც კი გაიმეტა.

შექსპირი – მე-10 სონეტი

სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,

თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,

ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,

მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არვის გაუნაწილე.

დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,

თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,

გინდა დალეწო სილამაზის წმინდა ტაძარი,

შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება.

მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არი?

სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,

დე, სულიც გქონდეს მაგ ლამაზი სახის სადარი

და, სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე.

ასე თუ წახველ, ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?

შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

შექსპირი – მე-9 და მე-10 სონეტი 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება