ყველა დროის 10 საუკეთესო წიგნი მწერლების არჩევანით

მკითხველების უმეტესობას საერთო ტკივილი გვაქვს. ჩვენ მუდამ გვინდა ვიკითხოთ და დრო კი არასოდეს გვყოფნის. საქართველოში უამრავი პროექტი გაკეთდა, რომლებიც ადგენდნენ რა წიგნები უნდა წავიკითხოთ სანამ ცოცხლები ვართ, ან რომელია საქართველოს მთავარი წიგნი და ასე შემდეგ. ყველა ასეთი გამოკითხვის გაკეთებისას სულ მიჩნდება შეკითხვა, ვინ არჩევს ამ წიგნებს? თუკი ასეთ სიებს მკითხველებს შევადგენინებთ, მაშინ სხვა სურათს მივიღებთ, ლიტერატურათმცოდნეები ხომ საერთოდ ცუდი ხალხი ვართ, ისეთ ავტორებს მოვთხრით ხოლმე, მხოლოდ ჩვენ და მათ ბიძაშვილებს რომ გვაქვს გაგონილი 🙂 მოდით ვნახოთ რომელია ათი საუკეთესო წიგნი მწერლების აზრით.

1 ლევ ტოლსტოი-“ანა კარენინა”“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი უბედურია თავისებურად” ასე იწყება ლევ ტოლსტოის საკულტო რომანი. ლიტერატორებს რომ ჰკითხოთ, (აქ მუნდირის ღირსებას დავიცავ და დავეთანხმები) ჭეშმარიტებებითა და “ჭკვიანობებით” რომანის დაწყება არასწორი სვლაა, თუმცა ტოლსტოიმ მოახერხა და საწინააღმდეგო დაამტკიცა. სხვათა შორის, “ანა კარენინა” ერთ-ერთი ყველაზე ხშირადეკრანიზებული რომანია, როგორც ლ.ბ. იტყოდა, კარენინა ითამაშა ყველამ მაღალმა, დაბალმა, ქერამ, შავგვრემანმა, თუმცა ტატიანა სამოილოვა ერთადერთი ნამდვილი ანა კარენინა იყოო. აქვე უნდა ითქვას, რომ თავად ტოლსტოის დიდად არ უყვარდა ანა კარენინა, ყოველ შემთხვევაში ხმები ასე ამბობენ.2გუსტავ ფლობერი “მადამ ბოვარი”

კიდევ ერთი თვითმკვლელი ქალი ლიტერატურაში. სხვათა შორის, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება ემა ბოვარისა და ანა კარენინას შორის, მაგრამ მაგაზე ცალკე აუცილებლად დავწერ, მანამდე კი გეტყვით, რომ ფლობერის ამ რომანში ხდება ყველაფერი იმდენად ლოგიკურად, რომ ფაქტია ავტორს ძალიან სკურპულოზურად მიჰყავს თვითმკვლელობამდე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თვითმკვლელი ქალის ნიშამდე. არსებობს ასევე ეკრანიზაციაც, რომელშიც მადამ ბოვარის როლს იზაბელ იუპერი თამაშობს, მოკლედ თუ არ გინახავთ უნდა ნახოთ

3ლევ ტოლსტოი- “ომი და მშვიდობა”

აი, უკვე მეორე წიგნით შემოდის ლევ ტოლსტოი სიაში რაც გასაკვირი არც არის. მას შეეძლო იდეალური გმირები შეექმნა, რაც ლიტერატურაში ოქსიმორონია და თან ვერც შეედავებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოი მარტივი ენის მქონე მწერლად ითვლება ეს კონკრეტული რომანი მნიშვნელოვანად განსხვავდება ამ ავტორის სხვა რომანებისგან. როგორც ენით ისე მოცულობით. ყირიმის ომში დამარცხებული რუსეთი, კლასობრივი დიფერენციაცია, ომგამოვლილი საზოგადოების ვნებები ტოლსტოის ამ რომანშია თავმოყრილი.

4. ვლადიმირ ნაბოკოვი- ლოლიტა

მიუხედავად იმისა, რომ “ლოლიტა” მუდამ სკანდალურ წიგნებს შორის მოიხსენიება, მასში კლასიკური გაგებით ეპატაჟი თითქმის არ მოიძებნება. აქ საუბარია შუახნის მამაკაცის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის სექსუალური გემოვნებაც იმ ასაკში გაიყინა, როდესაც მას შეყვარებული ანაბელ ლი მუცლის ტიფით გარდაეცვალა. ჩვენ ამას პედოფილიას ვეძახით, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს, ჰუმბერტ ჰუმბერტზე უფრო დახვეწილი პერსონაჟი, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა და საკუთარი ფსიქოტრამვის ტყვე გახდა. ამავდროულად ლოლიტა გამორჩეული წიგნია იმითაც, რომ ინგლისურიდან ავტორიზებული თარგმანი ავტორისვე მიერ არის შესრულებული და გასაკვირი არ არის საუკეთესო წიგნების ათეულში რომ მოხვდა.

5 მარკ ტვენი “ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი”

მეხუთე ადგილი დაიკავა ჰაკლბერი ფინმა, რომელიც მისისიპის მდინარეზე მიცურავს და ყველას, ვინც კი ტომ სოიერს იცნობს თავის თავგადასავალში ეპატიჟება. ჰაკი, რომელიც მოხეტიალე ცხოვრებით ცხოვრობს მუდამ მზად არის მეგობრებისათვის თავი გასწიროს და ახალ თავგადასავალში გადაეშვას.

6უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”

დრამატურგიის ისტორიაში შექსპირი მთავარი ფიგურაა და ამის თქმის არ შემეშინდება. მე პირადად მეექვსე ადგილი ძალიან მეცოტავება ავტორისთვის, რომელმაც დასაბამი მისცა ინგლისურ და არა მხოლოდ ინგლისურ დრამატურგიას. გარდა ამისა, თავად “ჰამლეტი” ტექნიკურად ყველაზე რთული და ჩახლართული კონსტრუქციის პიესაა, ამავდროულად თავად პერსონაჟები იმდენად ზუსტად არიან შესრულებული, მსგავსი შემთხვევის გახსენება ძალიან გამიჭირდება. ისეთი ავანტიურისტი ავტორისთვის, როგორიც შექსპირია, მეექვსე ადგილი ძალიან ცოტაა. რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს მწერლებმა, ვერ გეტყვით.

7. დიდი გეთსბი – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ეგრეთწოდებული ჯაზის ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მას მდიდრების მწერალს ეძახდნენ რადგან 20-იანი წლების ამერიკის მაღალი კლასის საზოგადოების შესახებ წერდა და “დიდი გეთსბი” ასეთი ერთ-ერთი რომანია. აქვე უნდა ითქვას, რომ ლიტერატურის ისტორიაში, ნარატოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე სრულყოფილ ტექსტად ითვლება, რადგან მასში არ არის არც ერთი ხაზი, რომელსაც ბოლო არ აქვს, ყოველი გმირის ისტორია ლოგიკური ჯაჭვის მიხედვით ვითარდება, რაც ყველა ავტორს ნამდვილად არ გამოსდის.

8 მარსელ პრუსტი – “დაკარგული დროის ძიებაში”

პრუსტი, როგორც ცნობიერების ნაკადის მწერალი მუდმივად რეფლექსირებს წარსულზე. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პრუსტის ლიტერატურა ფილოსოფიასთან არის გადაჯაჭვული. ეს არ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, აქ მეტად ფილოსოფიური ნარატივია აქტუალური და პრუსტი ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი მოცემულ სიაში.

9ანტონ ჩეხოვი – მოთხრობები

ანტონ ჩეხოვის მოთხრობები ალბათ რუსული ლიტერატურის ყველაზე ნათელი წერტილია და ამ სიტყვებში მას დოსტოევსკის არ ვადარებ (დოსტოს ფანებმა რომ არ ჩამქოლოთ მეც მიყვარს) უბრალოდ მისი მოთხრობები ნათელი სევდით გამოირჩევა და მუდამ შეგიძლია მიუბრუნდე მათ.

10 ჯორჯ ელიოტი – მიდლმარჩი

მარი ან ევანსი, იგივე ჯორჯ ელიოტი დაასრულებს ამ ათეულს თავისი რომანით “მიდლმარჩი” აქ უნდა ითქვას რომ ავტორი თავშივე ეშმაკურად მოიქცა და მამაკაცის ფსევდონიმი აიღო, რაც იმ დროისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამბავი იყო. ამ კონკრეტულ რომანში აღწერილია სწორედ ისეთი მოვლენები, რომლებიც მთლიანად ვიქტორიანული საზოგადოების კრიტიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ ან უფრო გაანალიზებად რელიგიისა, ქორწინებისა და ქალის როლზე საზოგადოებაში. ამ რომანის ამ სიაში მოხვედრით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ნაწარმოების მთავარი დანიშნულებაა სწორ დროს სწორ ადგილას დაიწეროს თუ არ გჯერათ წაიკითხეთ და ნახავთ.

გამოკითხვაში 125 ცნობილი ავტორი მონაწილეობდა და პირველად ეს სია Mayoshin.com-ის სტატიაში გამოქვეყნდა. პირადად მე ცოტა სხვა წიგნებს შემოგთავაზებდით, მაგრამ მოდით ამჯერად მწერლებს მივენდოთ

Published in განათლება
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ყველა დროის 10 საუკეთესო წიგნი მწერლების არჩევანით

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება