ყველაფერი სიყვარულის გარდა მაინც სიყვარულია

არვიცი რომელია უკეთესი, მარტო ყოფნა და ნაკლები ტკივილი თუ სხვასთან ყოფნა და ზედმეტი კითხვები?

სინამდვილე ერთია, შენი სულის ანარეკლს აი სულ ოდნავადაც კი თუ სადმე დაინახავ ესეიგი ცდად ღირს… შემოდგომას უფრო მარტივია, ყველაფერი იცვლება და მარტივად მიედინება სიცოცხლე, ისევ ისე ჩვეულ რეჟიმში, გადავსებული ქუჩებით, სხვადასხვა სურნელით, მილიონი მიმიკით.

და თუ ასე შემთხვევით ვიღაც გეტყვის, უბრალოდ ვიაროთ დაუსრულებლად, შავ – თეთრ ბილიკებზე, იქ სადაც ხეებს და მცენარეებს შუაზე ჭრის თეთრი მდინარეები, იქ სადაც თოვლით დაფარაულ სახლებში ცხოვრობენ, იქ სადაც მოწამლულ ჰაერს სუნთქავენ, ან იქ სადაც მილიონობით ადამიანი უკან დაგყვება, ან იქ სადაც ვერავის ხედავ ორი მჭიდრო ხელისა, მაშინ რას ელოდები? რატომ არ გინდა გაყვე დაუსრულებელ ბილიკებს? – რადგან შენ ყოველთვის გარბიხარ და ხანდახან ჭაობში ღრმად ერჭობი, სარეველასავით ცხრაჯერ შეგიძლია გაიარო იგივე გზა მაგრამ არასდროს გარისკავ…

ხანდახან მგონი ისე ხარ შეყვარებული საკუთარ თავზე, სხვისთვის განაწილება შენთვის ცხელი მეტეორი იქნება. ჯონსონი ერთგან ამბობს : “სიყვარული საკუთარი თავის მიმართ ყველაზე კარგად შენიღბული ინტერესია ” მაშინ რა გამოდის?

ამქვეყნად ყველა დაავადება სიყვარულის ნაკლებობისგან ჩნდება და ყველა დაავადებას მხოლოდ სიყვარული კურნავს. “სიყვარული ყველას უნდა” და მიუხედავად ამისა, არსებობს შიზოიდური ფსიქოტიპი, რომელიც ამ გრძნობას გაურბის. მას ეშინია სხვაში დაკარგვის.

შენ გადამყლაპავ და მე აღარ ვიქნები, ან მიმატოვებ და გულს მატკენ. ამიტომ უარს ვიტყვი სიყვარულზე ან ბევრი მეყვარება ერთად, სამმა რომ მიმატოვოს, მეოთხესთან რომ მქონდეს მისასვლელი.

ზოგჯერ იმდენად ძლიერია სიყვარულის, და ამგვარად, პასუხისმგებლობის აღების, დამოუკიდებლობის დათმობის შიში, რომ შესაძლოა ადამიანმა მხოლოდ ხანმოკლე, გრძნობის მხრივ ნაკლებინტენსიური ურთიერთობების დამყარება შეძლოს. ამ ტიპის ადამიანებს არ სჯერათ, რომ ვინმეს მართლა შეუძლია უყვარდეს და ამიტომ ძალიან ეჭვიანები არიან. რაც უფრო ახლოს მიხვალთ, უფრო სწრაფად გაიქცევა.

მაგრამ ეს ყველაფერი რეალობაა ასე ხდება რეალურად შენ კი არ ხარ რეალური :)))

შენ უბრალოდ წარმოსახვაში შეგიძლია შეეხო და მთელი ვარდების ბაღი გააშენო მის სხეულზე. ან უბრალოდ წერო და ასე დაიწყნარო გრძნობა, რომელიც მომავალს ქმნის.

ამ დროს კი ერთი რამ გავიწყდება, ის მხოლოდ წარმოსახვაში დაგელოდება სანამ შენ ფურცელზე ანთხევ და მაინც ყველაზე კარგი ის არის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მეოცნება ხარ და იმხელა ფანტაზიებით შეგიძლია იცხოვრო, რეალურ სიცოცხლეზე უარი თქვა, ეს ნიჭია იშვიათი და თუ მასაც შეუძლია ამ ნიჭით ცხოვრება მაშინ შენ გაგიმართლა, უკვე მარტო აღარ ხარ. მჭიდრო ხელებით, გულწრფელი გრძნობით, სახელს არქმევ და შენთან არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ უკვე ოთხი თვალით შეგიძლია დაინახო ცისფერი ცა სადაც შეხებას ცდილობს სასწაულად მოქმედი შენობები, ოთხი თვალით შეგიძლია უყურო მზის ჩასვლას და ოთხი ყურით შეგიძლია უსმინო მთაში აყმუებულ ცივსისხლიან ცხოველებს, ოთხი ხელით შექმნა მილიონობით სიკეთე დედამიწაზე და უბრალოდ იყო გაორმაგებული შენ…

თუ ამის გაკეთება შეგიძლია უბრალოდ აღარასდყველაფერი სიყვარულის გარდა მაინც სიყვარულიაროს გაიქცე…

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ყველაფერი სიყვარულის გარდა მაინც სიყვარულია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება