ყველაზე საინტერესო ფაქტები გეოგრაფიის შესახებ
1 . ძველი ბერძნულიდან თარგმნილი სიტყვა “გეოგრაფია” ნიშნავს – “მიწის აღწერა”.
2 . ამაზონის ტყეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი პლანეტის ჟანგბადით გამდიდრებაში. ისინი აწარმოებენ მსოფლიოს ჟანგბადის 20% -ს.
3. სტამბოლი პლანეტის ერთადერთი ქალაქია, რომელიც გეოგრაფიულად ერთდროულად მდებარეობს მსოფლიოს 2 ნაწილში – აზიასა და ევროპაში.
4. იცოდით რომ მსოფლიოში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის არის ანტარქტიდა (იხილეთ საინტერესო ფაქტები ანტარქტიდის შესახებ)?
5. სირიის დედაქალაქ დამასკო დედამიწაზე ყველაზე ძველ ქალაქად ითვლება. მასზე პირველი ნახსენები გვხვდება ძვ.წ.აღ-ით 2500 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში.
6. რომი კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიონიანი ქალაქია.
7. მსოფლიოში სახელმწიფო სტატუსის მქონე ყველაზე პატარა კუნძულია პიტკერნი (პოლინეზია). მისი ფართობია მხოლოდ 4,5 კმ².
8. ხელოვნური წარმოშობის დედამიწაზე ყველაზე ღრმა ხვრელია კოლას ჭა – 12 262 მ.
9. საინტერესო ფაქტია, რომ მსოფლიოს ტყეების 25% კონცენტრირებულია რუსულ ციმბირში.
10. ვატიკანი, როგორც ჯუჯა ანკლავის სახელმწიფო, ითვლება ყველაზე პატარა სახელმწიფოდ მსოფლიოში. მისი ტერიტორია არის მხოლოდ 0,44 კმ².

კომენტარები