
ყვავი
ყვავი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ფრინველად ითვლება. როდესაც საუბარია დაზვერვაზე, ეს ფრინველები გამოკვლევების თანახმად, რეაგირებენ ბევრად უკეთ, ვიდრე დელფინები და შიმპანზეები. ყვავებმა, რომლებიც ქალაქებში ბინადრობენ,
ისწავლეს საკვების ადვილად მოპოვება, ადამიანების საკმაოდ ეშმაკური მეთოდებით მოტყუებით. ყვავებს, რომლებიც ველურ ბუნებაში გვხვდებიან, შეუძლიათ
მაღლიდან ქვების სროლა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც მათ ბუდეს მიუახლოვდება.
ყვავებს შეუძლიათ გაიმეორონ ადამიანის საუბარი
ადამიანებთან მცხოვრებ ყვავებს შეუძლიათ ლაპარაკის სწავლა ბევრად უკეთ, ვიდრე ზოგიერთი თუთიყუში. ამ ფრინველებს ასევე შეუძლიათ გაიმეორონ ავტომობილის ძრავის ხმა, ასევე ტუალეტის ჩარეცხვისა და ცხოველების. ველურ ბუნებაში ყვავები ხშირად ბაძავენ მგლებსა და მელიებს. მათი ძახილის იმიტირებით ყვავებს ხშირად შეუძლიათ დააფრთხონ და მოაცილონ ისინი ნანადირევს, ხოლო თავად ნარჩენებით ჩაიტკბარუნონ პირი.
ყვავები, როგორც შენიღბული სიბოროტე
ფრანგებს სჯეროდათ, რომ ყვავები – ეს უწმინდური ბერებისა და მონაზვნების ამ ქვეყანაზე მეორედ მოვლენილი სულებია. გერმანიაში ითვლებოდა, რომ ყვავებს დემონური საწყისი ჰქონდათ. შვეიცარიაში ყვავის ღამის ჩხავილს უკავშირებდნენ სულებს, რომელთაც ვერ მოიპოვეს სასუფეველი. დანიაში სჯეროდათ, რომ ყვავები ბოროტ სულებს განდევნიდნენ, მაგრამ თუ ადამიანი მათ ჩხავილის დროს შეხედავდა, შეიძლებოდა თავადაც ყვავად გადაქცეულიყო.
ყვავები მითებში
ტიბეტური და ბერძნული მითების თანახმად, ყვავები ღმერთების მოციქულები არიან. ხშირად ყვავის სახეს ბრძოლის დროს ომის კელტური ქალღმერთები იღებდნენ. ჩინეთში ითვლებოდა, რომ ყვავებს ღმერთების ნებით ცუდი ამინდის გამოწვევა შეეძლოთ, იმისათვის, რომ გაეფრთხილებინათ ადამიანები მათზე მომავალი საშიშროების შესახებ. ზოგიერთი ინდიელი ტომი ყვავს ეთაყვანებოდა, როგორც ცალკეულ ღვთაებებს.
კომენტარები