ქრისტე!!!

იმდენ აღსასრულს ვიტევთ –

ჯვარს რომ არ გვეცვა ქრისტე,

ის ინებოდა ღმერთი?

ჩვენ ვიქნებოდით ერთად?

მიძგერს ჯვარი და მკერდი,

ნახატს ფერები მკვეთრი,

უბოძე, ჩაუდგი სული –

და არ აჩვენო სულელს.

ტკივილს დაატარებს დედამიწა,

ნახავ თუ თვალი გიჭრის.

ჩვენ კი სიმართლეს ვბილწავთ,

აღიარებაც გვიჭირს…

ორგულობას ვთვლით ნიჭად,

ცრემლის გიდგიათ ზღვა.

გუშინ მოკალით ბიჭი,

დღეს დამნაშავე სხვაა.

როცა ვაგებდით სახლებს,

თქვენ დანგრევაზე ბსჭობდით,

მოდით! ჩახედეთ თვალებს!

თვალებს ჩახედეთ! მოდით!

მოდით, შეხედეთ ქალაქს,

სისხლი სდის, უკვე იცლება!

კვლავ ნეკნს ამადლით ქალებს,

და ეს არაფრით იცვლება.

ამბობენ ბოლოსკენ თამადები,

სხვები მათ გვერდზე კიდევ;

ქალი არისო თავდები –

ქალი არისო კიდე.

მაგრამ ქალია – ღვთისმშობელი,

ჩვენი ,,მშობელიც” ასევე!

რჯულის აქ მქადაგებელიც,

ხშირად ხმლებით რომ დასდევდნენ…

ქალს ნუ უყურებთ ეგრეც,

ქალია – ერის პიკი!

ქალია – თამარ მეფეც!

ქალია – შუშანიკი…

და თუ ვარსქენი არ ხარ,

რად ებრძვი, რად ჩაგრავ მითხარი.

თუ დაფიქრდები – ნახავ,

აქ დამნაშავე ვინც არი.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ქრისტე!!!

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება