ქვეყნები, რომლებსაც ტურისტები 2022 წელს ყველაზე მეტად ჰყვარობდნენ
2022 წლის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებად დომინიკელთა რესპუბლიკა დასახელდა. იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც მოგზაურთა განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა კომპანია ForwardKeys-მა მოამზადა და კვლევა თავისივე გვერდზე გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა გააანალიზეს, თუ რომელი მიმართულებით იყო ტურისტების განსაკუთრებული ზრდა 2019 წლის შემდეგ.
დომინიკელთა რესპუბლიკამ წელს 2019 წელთან შედარებით 5%-ით მეტ ტურისტს უმასპინძლა და რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი გახდა. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ტურიზმი ჯერ ისევ გამოღვიძების ფაზაშია, ასეთი ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია.
რეიტინგის მეორე ადგილს თურქეთი იკავებს. ქვეყანამ ვიზიტორთა იმ რაოდენობის შენარჩუნება შეძლო, როგორიც კრიზისულ წლამდე ჰქონდა.
ტურისტებს ისევ უყვართ კოსტა-რიკისა და მექსიკის მონახულებაც და ამ დანიშნულებებმა 0%-იანი ზრდით მესამე და მეოთხე პოზიცია გაინაწილეს.
მეხუთე და მეექვსე ადგილები იამაიკამ და პაკისტანმა დაიკავეს. 2022 წელს ტურისტული ნაკადის ვარდნა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 5% იყო. შემდეგია ბანგლადეში (-8%), საბერძნეთი (-12%), ეგვიპტე (-15%) და პორტუგალია (-16%).
კომენტარები