
ქართული ენა და მისი მნიშვნელობა.
რა ცუდად ხვდება ყურს არასწორი ქართული მეტყველება.
მითუმეტეს როცა საქმე საზოგადოების წინაშე გამოსვლას ეხება მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.
არასწორი ფორმაა (დამახინჯებული) მიმართვისას: ,,ბატონებო და ქალბატონებო”
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა პირველად კაცი შექმნა და შემდეგ ქალი, ცხოვრებაში ჩვენ, ქართველები წინ მდედრობით სქესის წარმომადგენლებს ვაყენებთ. ეს განსაკუთრებით ნათლად ქართულ ენაში ჩანს.
მაგალითისთვის: როცა კომპოზიტებში მდედრობითი და მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვები ერთად იწერება და ასევე წარმოითქმის, პირველი მდედრობითი სქესია
ამიტომაც არის:
დედ-მამა და არა მამ-დედა
ცოლ-ქმარი და არა ქმარ-ცოლი
და-ძმა და არა ძმა-და
ბებია-ბაბუები და არა ბაბუა-ბებიები
დედამთილ-მამამთილი და არა მამამთილ-დედამთილი
რძალ-მაზლი და არა მაზლ-რძალი
და ა.შ.
ასევე ყველა განსაკუთრებული მნიშვნელობის და დატვირთვის მქონე სიტყვას ფუძედ დედა აქვს და არა მამა:
დედამიწა
დედა ენა
დედაქალაქი
დედააზრი
დიახ, ქალის კულტის პატივისცემა იგრძნობა ყველა ამ სიტყვაში და იმიტომ.
ასე რომ, ყველამ უნდა დაიხსომოს, განსაკუთრებით იმათ ვისაც ფართო აუდიტორიის წინაშე უწევს გამოსვლა, მიმართვის მართებული ფორმაა:
ქალბატონებო და ბატონებო!
და არა შებრუნებით.
/ ავტორი: გიორგი კახნიაშვილი /
კომენტარები