ფსიქოლოგიური ფაქტები ტვინზე

ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია.

იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი და უტყუარია თქვენი მოგონებები? ან ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდება თქვენი ჩვევები? ან რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ?

ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი:

1. თქვენი ტვინი ძილშიდაც ისევე აქტიურია, როგორც გაღვიძებულ მდგომარეობაში.

როცა თქვენ გძინავთ და ხედავთ სიზმარს, თქვენი ტვინი ამუშავებს და აჯამებს დღის განმავლობაში მიღებულ მთელ ინფორმაციას: წყვეტს რა შეინახოს, რა დაივიწყოს… ალბათ ხშირად გსმენიათ რჩევა გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ: ,,კარგად გამოიძინე!“ თუ გნებავთ კარგად დაგამახსოვრდეთ ის, რაც ისწავლეთ საუკეთესო ვარიანტია დაიძინოთ, მას შემდეგ რაც იმეცადინეთ.

2. თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მხოლოდ 3-4 ფაქტი ერთდროულად.

არსებობს წესი: ,,მაგიური ციფრი 7 პლუს მინუს 2“, რომლის თანახმადაც ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად 5-9 საინფორმაციო ბლოკზე მეტის შენახვა. მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ინახება 20-30 წამი, ამის შემდეგ კი ჩვენ მას ვივიწყებთ. თუ რათქმაუნდა არ ვიმეორებთ ხშირად. დასამახსოვრებლად კარგი საშუალებაა ინფორმაციის განაწილება რაიმე საერთო ნიშნების მიხედვით. ასე მაგალითად: ტელეფონის ნომრის ცალ-ცალკე ციფრად დამახსოვრება ძალიან გვიჭირს, მაგრამ სიტუაცია ბევრად მარტივდება, როცა ვიმახსოვრებთ 2-2 ან 3-3 რიცხვისგან შემდგარ ციფრებს.

3. ადამიანი ძალიან ცუდად იმახსოვრებს წითელი და ლურჯი ფერების შერწყმას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ძალიან ბევრი ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული, მხედველობისთვის რთული აღსაქმელია ეს ორი ფერი ერთმანეთის გვერდით. ეს ხდება იმ ეფექტის გამო, რომელსაც ,,ხრომოსტერეოფსისი“ ჰქვია. მისი გავლენით ხდება ის, რომ ზოგიერთი ფერი ძალიან ჭრის თვალს, მის ფონზე კი მეორე ფერი საერთოდ ქრება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვალის გაღიზიანებას ფიდა გადაღლას.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ფსიქოლოგიური ფაქტები ტვინზე

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება