ფიროსმანი და აქტრისა მარგარიტა:

ფიროსმანისა და აქტრისა მარგარიტას სიყვარულის ისტორია ყველასათვის ცნობილია. როგორც ამბობენ, მათ ერთმანეთი 1905 წელს, მუშთაიდის ბაღში გამართულ კონცერტზე გაიცნეს, სადაც მარგარიტა პარიზის მხიარულ სიმღერებს ასრულებდა. ნიკო თავიდანვე მოხიბლა მშვენიერმა ფრანგმა მსახიობმა, თავდავიწყებით შეუყვარდა იგი და მთელი თავისი დაგროვილი ქონება, ყველაფერი მას მიუძღვნა. ურთიერთობის ერთი წლის თავზე მარგარიტამ გაიგო, რომ ფიროსმანი უბრალო, ღარიბი მხატვარი იყო და საფრანგეთში დაბრუნდა. ეს ამბავი რუსმა მწერალმა პაუსტოვსკიმაც აღწერა, თუ როგორ გაყიდა დარჩენილი ქონება მხატვარმა და ვარდებით დატვირთული ურმები გაუგზავნა პარიზში გულისსწორს.

ერთ-ერთი ვერსიით კი, გულგატეხილმა მხატვარმა გადაწყვიტა შური ნახატზე ეძია და მარგარიტას პორტრეტზე ღაბაბი მიახატა.

ფიროსმანის სიყვარულზე უამრავი ლეგენდა შეიქმნა, რთული გასარკვევია, რა არის გამოგონილი და რა ნამდვილი, თუმცა, 1969 წელს, როცა პარიზში, ლუვრში ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა, აქტრისა მარგარიტას პორტრეტთან ერთი ხნიერი ქალბატონი შეჩერდა. ეს იყო ფრანგი მოცეკვავე, მარგარიტა დე სევრი, რომელიც მართლა იყო საქართველოში გასტროლებით ჩამოსული და ფიროსმანთან რეალური რომანი ჰქონდა…

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ფიროსმანი და აქტრისა მარგარიტა:

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება