ფიროსმანის დახატული სულ სხვანაირი აღდგომა:

მღებავი ნიკალა – ასე უწოდებდნენ ნიკო ფიროსმანაშვილს და მხატვრად არც კი აღიქვამდნენ, სანამ მისი ნამუშევრებით უცხოელი მხატვრები არ დაინტერესდნენ.

გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა? – ალბათ გინახავთ ქალი სააღდგომო კვერცხებით, ან ცხვარი, წითელი კვერცხი და პასკა, თუმცა მამუკა ნაცვალაძე აღდგომას ნიკალას სულ სხვა ნამუშევრით გვილოცავს:

“ეს “მღებავი” ნიკალას დახატული აღდგომაა, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ნიკალას მხატვრად მხოლოდ ვიწრო პროფესიული საზოგადოება თუ აღიქვამდა.

მიხეილ ჭიაურელის კარიკატურამ, ცალსახად დაცინვად რომ მიიღო, მთლიანად დაანგრია სულიერად, საზოგადოებას პროტესტი გამოუცხადა და ყველას და ყველაფერს განერიდა…

ჰოდა, აბა რა გასაკვირია, რომ სარდაფში (და არა კიბის ქვეშ) გარდაცვლილი ფიროსმანი ბედნიერ ქართველობას არც მოუსაკლისებია…

ფაქტია, ფიროსმანი მხოლოდ მას შემდეგ გახდა პოპულარული, უცხოელი მხატვრები რომ დაინტერესდნენ… 1968 წელს მისი სურათები ლუვრში გამოიფინა…

ლუვრიდან იწყება ასი წლის წინ აღდგომის ღამეს გარდაცვლილი ნიკალას აღდგომა…

გილოცავთ, ქრისტე აღსდგა!”

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ფიროსმანის დახატული სულ სხვანაირი აღდგომა:

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება