ფილერი🤔
ფილერი არის შემავსებელი. ის გამოიყენება თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების შესავსებად. აღსანიშნავია, რომ დიდი უპირატესობით სარგებლობს ასაკობრივი ცვლილებების დასაკორექტირებლად.
როდის გამოჩნდა ფილერი კოსმეტიკურ ბაზარზე და ზოგადად საქართველოში?
ფილერმა უკვე შექმნა თავისი ისტორია და ევოლუციური ცვლილებებიც განიცადა. ყურადღება მინდა მხოლოდ შევაჩეროთ იმაზე, რაც შედეგისთვის მნიშვნელოვანია: კონკრეტულად უნდა გამოვიყენოთ ბიოდეგრადირებადი ფილერები ანუ მხოლოდ ის რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს, როგორც საკუთარს და არ ჩართავს იმუნურ რეაქციებს. ასეთ ფილერს შეუძლია აღადგინოს ქსოვილის მოცულობა მაღალი ესთეტიკით, შეინარჩუნოს ფორმა და ქსოვილებთან ინტეგრირდეს 100% შეთავსებით.
ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს ჰიალურონზე და კალციუმის აპატიტზე დამზადებული შემავსებლები. ორივე ფორმა ადამიანის ორგანიზმისთვის მშობლიურია, ამიტომაც არის ბიოლოგიურად თავსებადი.ფილერის გამოყენებას ასაკი არ განსაზღვრავს. თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგად მიღებული დეფექტის დროს ნებისმიერ ასაკში. ძალიან მოთხოვნადია ტუჩების აუგმენტაციები, რომელსაც ძირითადად პატარა ასაკის გოგოები ითხოვენ. რაც შეეხება ასაკობრივი რეკონსტრუქციების დროს – ეს რა თქმა უნდა შედარებით მოზრდილ პაციენტებშია მოთხოვნადი.
კომენტარები