ფაქტები კიანუ რივზის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ

კიანუ რივზი ჰოლივუდის ცნობილი და წარმატებული მსახიობია, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული შემთხვევის გადატანა მოუხდა.

მიუხედავად ამისა, 54 წლის მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს არ უნდა დანებდეს და მან მნიშვნელოვანი მისია სხვების დახმარების სახით შეითავსა. კიანუ 3 წლის იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა. თინეიჯერობის ასაკში 4 სხვადასხვა სკოლის გამოცვალა მოუწია, რადგან სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

23 წლის ასაკში, თავისი საუკეთესო მეგობარი, ამერიკელი მსახიობი რივერ ფენიქსი ნარკოტიკის ზედოზირების გამო დაეღუპა. შემდეგ, მას ურთიერთობა ჰქონდა ჯენიფერ სიმთან, რომელიც დაორსულდა, თუმცა ნაადრევად იმშობიარა. ბავშვი დაიღუპა, ხოლო ჯენიფერი 1 წლის შემდეგ ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, კიანუს დას ლეიკემია დაუდგინეს. ის გამოჯანმრთელდა, კიანუმ კი ფილმ “მატრიცა”-დან შემოსული თანხის 70% ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად გადარიცხა. მიუხედავად ამისა, კიანუს არ უყვარს საკუთარ ქველმოქმედებაზე ხაზგასმა. ის ფარულად ბავშვთა საავადმყოფოებსაც აფინანსებს. 2009 წელს, Ladies’ Home Journal-თან ინტერვიუში მან თქვა: “მე მაქვს კერძო ფონდი, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოებს და კიბოსთან დაკავშირებულ კვლევებს აფინანსებს. მე არ მიყვარს ჩემი სახელის მიწერა ამ ყველაფერთან. ფონდი იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს.”

კიანუ ასევე დათანხმდა ჰონორარის შემცირებას ფილმებში “ეშმაკის ადვოკატი” და “დუბლიორები”, რათა რეჟისორებს შესძლებოდათ ისეთი მსახიობების მოწვევა, როგორებიც არიან ალ პაჩინო და ჯინ ჰეკმენი კიანუ რივზი New York Post-თან ინტერვიუში, 2000 წელს საუბრობდა: “ჩემთვის სიხარული და ფული ერთმანეთს არ უკავშირდება. ჩემი წარმატებისთვის მე მადლიერი ვარ, რადგან ეს სხვა შესაძლებლობებს მიხსნის.”

რივზმა დაადასტურა, რომ Pixar-ის ანიმაციურ ფილმში “სათამაშოების ისტორია 4”-ში ითამაშებს. ფილმი 2019 წლის 21 იანვარს გამოვა ტელეეკრანებზე.

Published in ფილმები
iashka1985
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ფაქტები კიანუ რივზის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება