უცნაური ფაქტი ეიფელისბკოშკზე

იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ტურისტებს შორის და არანაკლებ პოპულარულია მის ფონზე სამახსოვრო ფოტოს გადაღება.

ფრანგმა ინჟინერმა და არქიტექტორმა გუსტავ ეიფელმა კოშკი 1889 წელს ააშენა. ნაგებობის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში (1887-1889 წწ.) მიმდინარეობდა და თავდაპირველად საგამოფენო სივრცისთვის იყო განკუთვნილი. 1889 წელს მსოფლიო ექსპოზიციისთვის (საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ და ტექნოლოგიური მიღწევების ღია მოედნად ითვლება) შექმნილი ნაგებობა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია.

თვალი გადავავლოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ეიფელის კოშკის შესახებ:

მისი სიმაღლე 324 მეტრია, რაც სიმაღლეში დაახლოებით 81-სართულიან შენობას უდრის;

პარიზის ყველაზე მაღალი ნაგებობაა;

კოშკის პირველ და მეორე დონეზე რესტორანი ფუნქციონირებს;

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო. 300 ადამიანი (მათ შორის მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები და არქიტექტორები) აწერდა პეტიციას ხელს, სადაც ეიფელის კოშკის მშენებლობა იყო გაპროტესტებული – კონსტრუქცია წერილში მოხსენიებული იყო როგორც უსარგებლო, ვეებერთელა, საშინელი. უკმაყოფილება გამოთქვეს ბუნების მოყვარულებმაც, რომლებიც შიშობდნენ, რომ კოშკის სიმაღლე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა პარიზის თავზე მონარნარე ჩიტებისთვის;

კოშკი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლიშეა, მაგალითად, ფილმში პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად ზონური შეზღუდვების გამო ქალაქში მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე ასეთი ხედი;

2007 წელს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ერიკა ლაბრიმ შეერთებული შტატებიდან. ერიკამ კოშკზე იქორწინა და „მეუღლის“ გვარზე გადავიდა – ქორწინების შემდეგ მას ერიკა ეიფელის სახელით იცნობენ;

კოშკის მესამე დონეზე ბინა მდებარეობს, რომელიც გუსტავ ეიფელმა ააშენა. ოთახი ავეჯითაა მოწყობილი. ამ ოთახში გუსტავი ისვენებდა და ზოგჯერ სტუმრებს მასპინძლობდა. დღესაც აკრძალულია ნომრის ქირაობა, მაგრამ დათვალიერების ნებას დაგრთავენ;

ეიფელის კოშკს წელიწადში 7 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს;

ჰიტლერმა კოშკის დანგრევის ბრძანება გასცა, მაგრამ გენერალმა დიტრიხ ვონ ჩოლტიცმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა;

ყოველ 7 წელიწადში ეიფელის კოშკს ღებავენ და ამისთვის 60 ტონა საღებავი იხარჯება;

მსოფლიოს გარშემო ეიფელის კოშკის არაერთი ასლია განთავსებული და მათ შორის ყველაზე პოპულარულია ლას-ვეგასში მდებარე;

ყოველ ღამით კოშკი 20 000 ნათურით ნათდება..

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

უცნაური ფაქტი ეიფელისბკოშკზე

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება