ტრისტანი და იზოლდა

ტრისტანისა და იზოლდას სიყვარულის ტრაგიკული ამბავი მრავალჯერ იქნა გადაწერილი. მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეებში, მეფე არტურის მეფობის დროს. ირლანდიის მეფის ასული იზოლდა კორნუოლის მეფე მარკზე იყო დანიშნული. საცოლის კორნუოლში ჩამოსაყვანად მარკმა თავისი ძმისშვილი ტრისტანი გაგზავნა. მგზავრობის დროს ტრისტანსა და იზოლდას ერთმანეთი შეუყვარდათ. მაგრამ მოვალეობას ვერსად გაექცნენ და იზოლდა მარკს ცოლად გაჰყვა. თუმცა წყვილს ურთიერთობა არც ქალის გათხოვების შემდეგ გაუწყვეტია. როდესაც მეფე მარკმა ცოლისა და ძმიშვილის ღალატის შესახებ შეიტყო, ტრისტანი ქვეყნიდან გააძევა, იზოლდას კი დანაშაული აპატია.

ტრისტანი ბრეტანში გაემგზავრა, სადაც იზოლდა ბრეტანელს შეხვდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მის ნამდვილ სიყვარულს – დედოფალ იზოლდას. ამიტომ ტრისტანმა იზოლდა ბრეტანელი ცოლად შეირთო. თუმცა ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა. ტრისტანი ავად გახდა. მან გემი გაგზავნა თავის საყვარელ ქალთან იმ იმედით, რომ შეებრალებოდა და სანახავად მოვიდოდა. კაპიტანთან ასეთი შეთანხმება ჰქონდა: თუ იზოლდა წამოსვლაზე დათანხმდებოდა, უკან დაბრუნებულ გემს თეთრი იალქანი უნდა აეშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში – შავი. იზოლდა მართლაც დათანხმდა საყვარელ ადამიანთან წასვლაზე და დაბრუნებულ გემზეც თეთრი იალქანი აუშვეს. მაგრამ ტრისტანის ცოლმა ამის დანახვაზე, მოატყუა ქმარს, რომელიც საწოლიდან ვერ დგებოდა, და უთხრა, რომ იალქანი შავი იყო. ტრისტანი მანამ გარდაიცვალა მწუხარებისგან სანამ იზოლდა გემიდან გადმოვიდოდა. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას ვერც იზოლდამ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ტრისტანი და იზოლდა

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება